წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
ყოველი, ვინც ეკლესიას განეშორება, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ექმნება ეკლესიისათვის აღთქმულ სუფევას. ვინც განუდგება ეკლესიას, ის აკლდება ქრისტეს მიერ დაპირებულ ჯილდოს. იგი უცხო, უხმარი, მტერია ეკლესიისა... ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხონება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ იჯდა.

* ეკლესიის გარეთ ცხონება არ არის: ღვთის სახლი ერთია და არავის ძალუძს გადარჩეს სადმე სხვაგან, თუ არა ეკლესიაში... ყოველი, ვინც განეშორება ეკლესიას, უცხო ხდება ეკლესიის აღთქმისთვის. ქრისტეს მშვიდობისა და თანხმობის დამარღვეველი ქრისტეს წინააღმდეგ მოქმედებს.

* ეპისკოპოსობა ერთობაა, რომელშიც თითოეული ცალ-ცალკე და ყველა ერთად მონაწილეობს, ასევე ერთია და განუყოფელი კათოლიკე ეკლესია, ამიტომაც უნდა შეერთდეს იგი იერარქების ურთიერთკავშირით ერთ მთლიანობად.
წმინდა კვიპრიანე კართაგენელი

გაუფრთხილდით და დაიცავით ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, რადგან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია ინახავს უძველესი სამოციქულო და განუყოფელი ეკლესიის რწმენასა და ტრადიციებს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ვინც გამოეყოფა ეკლესიას, ის თვითონ ისჯის თავს, სწორედ ამიტომ ამბობს პავლე მოციქული, მათ პირველი და მეორე შეგონების შემდეგ განეშორეო.
წმინდა ირინეოს ლიონელი

ეკლესიის ერთობისაგან განშორებულ ნებისმიერ ადამიანს, დაე, თუნდ მისი ცხოვრება შექების ღირსი იყოს, ვერ ექნება საუკუნო ნეტარი ცხოვრება სწორედ იმ ერთი უსჯულოების - ქრისტესთან ერთობისაგან განშორების გამო და მას ღმერთის რისხვა ეწევა.
ნეტარი ავგუსტინე
ბეჭდვა
1კ1