წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
რამდენადაც ჩვენ მარხვა არ დავიცავით, განგდებულ ვიქმენით სამოთხიდან. ვიმარხულოთ, რათა დავბრუნდეთ.

* ერიდეთ მარხვა საჭმლისგან უბრალო თავშეკავებით განსაზღვროთ. ისინი, ვინც საჭმლისაგან იკავებს თავს, მაგრამ შეუფერებლად ცხოვრობს, ემსგავსებიან ეშმაკს, რომელიც მართალია არაფერს ჭამს, მაგრამ თავს არ ანებებს ცოდვას.
წმინდა ბასილი დიდი

მარხვა სხეულისა საზრდელია სულისა.

* გარდამოცემა მარხვის შესახებ ისეთივე ძველია, როგორიც თვით სამყარო. პირველი მცნება, რომელიც ადამიანს უფლისგან მიეცა, მარხვის შესახებ მცნება იყო.
წმინდა იოანე ოქროპირი

აკრძალვანი, რომელშიც მარხვის დადგენილების შედეგად მოექცევა ჩვენი სხეული, არარაობაა იმ სულიერ სარგებლობასთან შედარებით, რომელიც შეუძლია მოგვიტანოს მარხვამ.
წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

სჯულში წერია, რომ ღმერთმა ისრაელის შვილებს უბრძანა, თავისი მონაგებიდან მეათედი შეეწირათ ღვთისთვის. მოციქულებმა კი განსაჯეს და გადაწყვიტეს, ყოველ ქრისტიანს თავისი ცხოვრების წლებიდან შეეწირა მეათედი - წმინდა დიდმარხვის სახით. ღმერთმა ეს წმინდა დღეები იმისთვის მოგვცა, რომ ვინც ეცდება და ყურადღებითა და სიმდაბლისმოყვარეობით იზრუნებს თავის სულზე და შეინანებს, მიეტევოს ყველა ცოდვა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ჩაუდენია.
ამბა დოროთე

ეცადე, ჭამა-სმის უფალი იყო და არა მონა.

* ვინც ხორცს არ ჭამს და სხვა საჭმელს გადამეტებულად მიიღებს, ღვინოს უზომოდ სვამს და ხორცს აპოხიერებს, უსარგებლოა მისი მარხვა.

* როგორც დასაბამი ნაყოფისა არის ყვავილი, ისე დასაბამი მოღვაწეობისა არის მარხვა.

* რომელიც სძლევს მუცელს, იგი მოაუძლურებს ვნებას, და რომელიც ჭამისაგან იძლევა, იგი ააღორძინებს ბოროტ გულისთქმას.
წმინდა მაქსიმე აღმსარებელი
ბეჭდვა
1კ1