წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
ნურასოდეს ისაუბრებ იმ კეთილ საქმეზე, რომლის გაკეთებასაც აპირებ, აღასრულე იგი ისე, რომ არ განაცხადო წინასწარ.
წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


სულიწმინდა (ქრისტიანში) არაფრით ისე არ დაიშრიტება, როგორც ამაო საუბრებით.

* იბატონე საკუთარ ენაზე და სიტყვებს ნუ განამრავლებ.

* უფალი მანამდე უფრთხილდება შენს სულს, ვიდრე საკუთარ ენას უფრთხილდები.
ღირსი ანტონი დიდი

უნდა განიხილო, თუ ვის ეუბნები. როდესაც იცი, რომ მსმენელი სარგებლობას ღებულობს, მაშინ ესაუბრე მას, წინააღმდეგ შემთხვევაში ნუ ისაუბრებ.
წმინდა ბერები ბარსანოფი დიდი და იოანე

მრავალმეტყველება არის საჯდომელი, რომელზედაც ცუდმედიდობას უყვარს გამოცხადება და თავის საზეიმოდ წარმოჩენა. მრავალმეტყველება არის ნიშანი უგუნურებისა, კარი ავსიტყვაობისა, წარმძღვანელი უჯერო სიცილისაკენ, მსახური სიცრუისა, ამომძირკველი გულის სითბოსი, მომწოდებელი მოწყინებისა, წინამორბედი ძილისა, გამფლანგველი ყურადღებისა, გამანადგურებელი გულითადობისა, გაცივება წმინდა სითბოსი, შელახვა ლოცვისა.

* საკუთარ შეცოდებათა შემცნობელს თავის ენაზეც გააჩნია ძალაუფლება; ხოლო მრავლისმეტყველს ჯერ კიდევ ვერ შეუცვნია, როგორც საჭიროა, საკუთარი თავი.

* მცირედთ თუ ძალუძთ შეაკავონ წყალი კაშხლის გარეშე; და უფრო მცირედნი არიან ისეთნი, რომელთაც ძალუძთ დაადუმონ თავშეუკავებელი ბაგენი.
წმინდა იოანე კიბისაღმწერელი

როგორ დავიცავთ გულს, თუკი ჩვენი ენა ღია კარს ჰგავს?
ღირსი სისოი დიდი
ბეჭდვა
1კ1