წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
"განსწავლულობა შეიძლება სასარგებლოც იყოს და საზიანოც, გააჩნია, როგორ გამოვიყენებთ მას. ამიტომ, როგორც ზოგიერთს ჰგონია, მისი მნიშვნელობის დამცირება არ შეიძლება. პირიქით, სულელი და უგუნურია იგი, ვინც ასე ფიქრობს და სურს, სხვებიც ამასვე აკეთებდნენ, რათა მათი უმეცრებით დაფაროს საკუთარი უმეცრება და გადარჩეს უცოდინარობაში მხილებას".
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

"სარწმუნოება არასდროს მტრულად არ უყურებდა მეცნიერებას და ამიტომ იგი მუდამ ეკედლებოდა სარწმუნოებას".
წმინდა კირიონ მეორე (საძაგლიშვილი)

"მეცნიერება გვპასუხობს კითხვებზე - რატომ და როგორ, რელიგია - რისთვის. არის კითხვები, რომელთაც რელიგია არ სვამს. არის კითხვები, რომელთაც არ სვამს მეცნიერება. ამიტომ არ ეგების, პასუხები ვეძიოთ იმ საკითხებზე, რომლებსაც ჩვენ არ ვიკვლევთ".

* "ღვთისმეტყველებას საერო მეცნიერება ეხმარება, განსჯისა და ფიქრის მეთოდები დახვეწოს იმის შესახებ, თუ რა გვითხრა ღმერთმა საკუთარ თავზე და თავისი ჩანაფიქრის შესახებ ჩვენზე. რელიგია კი მეცნიერების წარმომადგენლებს შეახსენებს, რომ ისინიც ადამიანები არიან და, მაშასადამე, მათთვისაცაა დამახასიათებელი დასვან შეკითხვა: "რისთვის?" თუ კითხვა სწორადაა დასმული, ხოლო პასუხის ძიების ხერხები და საშუალებები პატიოსანია - ერთხელაც იქნება და, პასუხიც გამოჩნდება".

* "ეკლესია მოითხოვს, ცრუმორწმუნეობიდან გაცნობიერებული რწმენისაკენ იზრდებოდე, მოითხოვს ღვაწლს აზრისა და გარკვეულობის მისაღწევად, მოითხოვს, ადამიანმა რეფლექსური შრომა გასწიოს თავისი სარწმუნოების შესამეცნებლად".
დიაკვანი ანდრეი კურაევი

"ქრისტეს რწმენას ჭეშმარიტ ცოდნასთან მტრობა არ აქვს იმიტომ, რომ მას კავშირი არ აქვს უმეცრებასთან".
მიტროპოლიტი ფილარეტი (დროზდოვი)
ბეჭდვა
1კ1