თუ შეხვდებით ადამიანს, რომელიც რჩევას არ ითხოვს, ან მიცემულ რჩევას არაფრად აგდებს, დაიცადეთ და მალე მას მოხიბლულს ნახავთ
თუ შეხვდებით ადამიანს, რომელიც რჩევას არ ითხოვს, ან მიცემულ რჩევას არაფრად აგდებს, დაიცადეთ და მალე მას მოხიბლულს ნახავთ
არქიმადრიტი ეფრემ ფილოთეველი სულიერ მოძღვარს, ბერ იოსებს (ისიხატი), წიგნის "მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა" წინასიტყვაობაში ბერ იოსებთან თანაცხოვრების საუკეთესო წლებს, მოძღვრის დარიგებებს და მის ღვაწლომოსილ ცხოვრებას გადმოგვცემს. აღნიშნულ გამოცემაში აბბა ალავერდელი მიტოპოლიტის მეუფე დავითის (მახარაძე) ლოცვა-კურთხვით, შუამთის მონასტრის დედების მიერ ბერძნულიდან ნათარგმნი წერილებია მოცემული.
ამგვარად იხსენებს არქიმანდრიტი ეფრემი, ბერ იოსებს : -მახსოვს, ცხრამეტი წლის ვიყავი, როცა ავირჩიე გზა, რომელმაც წმინდა მთაზე, ღვთისმშობლის სავანეში მიმიყვანა. მონაზვნური ცხოვრებისკენ მიმავლი ეს გზა პირველად ჩემმა სათნო და მონაზვნისმოყვარე დედამ, ამჟამად მონაზონმა თეოფანომ დამანახა.

გერმანული ოკუპაციის პირველ მძიმე წლებში იძულებული გავხდი უმაღლეს სკოლაში სწავლა შემეწყვიტა და მუშაობა დამეწყო. ამ დროს ვოლოს (დიდი ბერნული ქალაქი თალასიაში) ძველი კალენდრის მიმდევარი ორი სამრევლო ეკლესიიდან ერთ-ერთში წმინდა მთიდან ჩამოსულმა მღვდელმონაზონმა დაიწყო მსახურება. ის იოსებ-ისიხასტის (ისიხია-ბერძნულად მდუმარება, სიმშვიდე, ისიხასტი-ამსოფლიურ ცხოვრებას განშორებული ადამიანი, რომელიც გარეგან ან შინაგან-გონიერი ლოცვით მდუმარებაში იმყოფება. ეს ღვაწლი მოითხოვს ყურადღებასა და უწყვეტ იესოს ლოცვას).
როგორც თვითონ უწოდებდა ძმობიდან იყო. ეს ათონელი მღვდელმონაზონი ძალზე სასარგებლო რჩევებს მაძლევდა და სულიერი ცხოვრების წარმართვაში მეხმარებოდა. ის გახდა ჩემი სულიერი მამა. მისი რჩევებისა და მასთან საუბრის წყალობით მალე ვიგრძენი, რომ ჩემი გული საერო ცხოვრაბას შორდებოდა და წმინდა მთისკენ ისწრაფოდა, როცა ის მამა იოსების ცხოვრების შესახებ მიყვებოდა, განსაკუთრებით ვგრძნობდი, რაღაც ღვივდებოდა ჩემში და მხურვალედ ვლოცულობდი მალე გამეცნო ის.
როცა ბოლოს და ბოლოს ეს დროც დადგა-1947 წლის 26 სექტემბრის დილა-პატარა გემმა ნელ-ნელა საერო ცხოვრებიდან წმინდადწოდებულ მთაზე გადაგვიყვანა: როგორც ამბობენ, წარმავლობის საპირისპირო მარადიულ ნაპირზე.
წმინდა ანას სკიტის კლდოვან ნაპირთან ხანდაზმული მამა არსენი მელოდებოდა.

-შენ ხარ იანაკი ვოლოსიდან?-მკითხა მან.

-დიახ, მამაო,-ვუპასუხე,-მაგრამ საიდან მიცნობთ?

-მამა იოსებმა წმინდა იოანე წინამორბედისგან შეიტყო, რომელიც წუხელ გამოეცხადა და უთხრა: "პატარა კრავი მომყავს შენთან, მიიღე შენს სამწყსოში",-თქვა მან.

იოანე ნათლისმცემელზე, ჩემს მფარველ წმინდანზე, დავიწყე ფიქრი. მე მისი შობის დღეს დავიბადე, მის მიმართ მადლიერების გრძნობით აღვივსე, ასე რომ ზრუნავდა ჩემზე.

-აბა, იანაკი, წავიდეთ,-მითხრა მამა არსენმა,-მამა იოსები გველოდება.

შევუდექით აღმართს. საოცარი გრძნობა დამეუფლა, ვერავინ შეძლებს ამის სიტყვით გადმოცემას. იმ საღამოს, გამოქვაბულში გამოკვეთილ წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატარა ეკლესიაში მუხლი მოვიყარე და ჩემს მოძღვარს მორჩილება აღვუთქვი. აქ, ამ მბჟუტავ სინათლეზე ჩემმა სულმა მხოლოდ მისთვის გასაგები გზით შეიცნო ჩემი წმინდა მოძღვრის ნათელი სახე.

სულიერი და ხორციელი ასაკით ძმობაში ყველაზე პატარა ვიყავი, მამა იოსები კი წმინდა მთაზე იმ დროისთვის ერთ-ერთი უდიდესი სულიერი მოძღვარი იყო. მასთან დავრჩი და მის ფერხთით ვსწავლობდი ყველაფერს თორმეტი წლის განმავლობაში-ამდენი ხანი იცოცხლა მან ჩემი მისვლის შემდეგ. უფალმა ჩემი მოძღვრის მსახურების ღირსი გამხადა მის უკანასკენლ წმინდა ლოცვის გამო, რომელიც ჩვენ ფასდაუდებელ სულიერ მემკვიდრეობად დაგვიტოვა, ის ყოველგვარი სამსახურის ღირსი იყო. მე ის შევიცანი, როგორც ჭეშმარიტად ღმერთშემოსილი მამა, შესანიშნავი სულიერი წინამძღოლი, რომელსაც ვნებებსა და დემონებთან ბრძოლის დიდი გამოცდილება ჰქონდა. მის გვერდით მყოფი, თუკი მას ყველაფერში დაემორჩილებოდა, აუცილებლად განიკურნებოდა ვნებებისგან მათი სიმრავლისა და სიძლიერის მიუხედავად.


***

მამა იოსები მონაზვნებისთის ყველაზე დიდ სათნოებად იესო ქრისტეს მსგავს მორჩლებას მიიჩნევდა. ერში მცხოვრები ქრისტიანებისთვის ის უპირატესობას გამოცდდილი მოძღვრის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ წარმოებულ გონიერ ლოცვას ანიჭებდა. ამ მიზეზით მოხიბლული ბევრი ენახა და ამიტომაც ფრთხილობდა. ხშირად გვეუბნებოდა:

-თუ შეხვდებით ადამიანს, რომელიც რჩევას არ ითხოვს, ან მიცემულ რჩევას არაფრად აგდებს, დაიცადეთ და მალე მას მოხიბლულს ნახავთ.
ჩვენი ასკეტური ცხოვრების წესის მიმართ ის უკიდურესად მკაცრი იყო. მან მთელი სულით შეიყვარა მარხვა, მღვიძარება და ლოცვა. მისი ტრაპეზი ყოველთვის ზომიერი იყო. ის არასოდეს ჭამდა ახლადმომზადებულ კერძს, თუკი იცოდა, რომ წინა დღის ან ორი დღის წინანდელი ტრაპეზიდან რაიმე იყო დარჩენილი.

ყოველ ღამეს მღვიძარებაში ვატარებდით-ტიპიკონი ასეთი იყო. მამა იოსები მოითხოვდა ჩვენგან სისხლამდე ბრძოლას ძილისა და ბოროტი გულისსიტყვების წინააღმდეგ. თვითონ თავის ჩაბნელებულ პატარა სენაკში განუშორებელი, უწყვეტი გონიერი ლოცვით მთელ ღამეს მღვიძარებაში ატარებდა. თუმცა სენაკში იყო განმარტოებული, მან იცოდა, რა ხდებოდა გარეთ: იცოდა თითოეული ჩვენი მოძრაობის, ჩვენი ლოცვის შესახებ. ერთი თვალის შევლებით შეეძლო ჩვენი აზრების წაკითხვა. როცა ხედავდა, რომ გამხნევება გვჭირდებოდა, ათონელი მამების ასკეტურ ღვაწლზე მოგვითხრობდა. ძალიან კარგი მთხრობელი იყო. რიცა საუბარს იწყებდა, გვინდოდა, დაუსრულებლად ელაპარაკა. მიუხედავად თხრობის თანდაყოლილი ნიჭისა, ხშირად გვეჩვენებოდა, რომ ღვთიურ ნათელსა და მადლის სხვადასხვა მოქმედებაზე საუბრისას გული სწყდებოდა, რომ თავისი გამოცდილების სიღრმით გადმოცემა ღარიბი ადამიანური ენით შეუძლებელი იყო. მამა იოსები ჩუმდებოდა და თითქოს გვშორდებოდა, რადგან არ შეეძლო სიტყვით გამოეხატა ის, რაც იდუმალი სიტყვის მიუწვდომელ, ნათელ და უმაღლეს მწვერვალზეა, სადაც უბრალო და უცილობელი, უცვლელი და ენითგამოუთქმელი ღვთისმეტყველების საიდუმლოებაა.

ბეჭდვა
1კ1