წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
ნეტარი ბესარიონი, შეაგონებს რა თავის მოწაფეებს მხნეობას, სიფხიზლეს მტრის ბადეთაგან თავის დასაცავად, ამბობს: "მოსაგრე უნდა იყოს მთლიანად თვალი, როგორც ქერუბიმნი და სერაფიმნი არიან და თუ ვინმეს ბრძოლები არ აქვს, უფრო მეტად იცავს თავს და ღვთის მორჩილია და თუ ვინმე აიკვიატებს იდგეს, საშინელი დაცემით დაეცემა. ბევრი ჩავარდება განსაცდელში საკუთარი აზრების გამო, ბევრზე ღმერთი ბრძოლებს არ დაუშვებს ჩვენი უძლურების მიზეზით და ბოლომდე არ დავიღუპებით".

* * *
ყოველ ქრისტიანულ გმირობასთან დაკავშირებულია რისამე უგულებელყოფა. ადვილი არ არის გრძნობით სიამოვნებებისადმი მიდრეკილი ადამიანისათვის, დააძაბუნოს თავისი ხორცი მარხვითა და თავშეკავებით და უარი თქვას სიამოვნებებზე. ადვილი არ არის, აგრეთვე სიმდიდრისადმი მილტოლვილმა გასცეს თავისი საგანძური და სახარებისეული უპოვარებით იცხოვროს, - ადამიანისათვის, რომელიც პატივსა და ქება-დიდებაში იყო, შეაღოს ახალი ცხოვრების კარი. მაგრამ გონზე უარის თქმა - ადამიანის ბუნების ამ საუკეთესო სამკაულზე (როგორც ამას ვხედავთ სალოს მამათა ცხოვრებაში) ყოველი ჩვენგანისათვის ურთულეს გმირობად წარმოჩნდება.

* * *
ღმერთმა ადამიანის გონში ჩადო თავისი ზედიდებული სახის არსებითი მახასიათებელი. რატომაა, რომ "ამ ზეცისაგან ბოძებული მადლისმიერი ნიჭით" - გონების განდგომით, რომელსაც ხილულ სამყაროში ვერაფერი შეედრება, ადამიანი კარგავს ყველაფერს, რაც მის ჭეშმარიტ დიდებას, ჭეშმარიტ ღირებულებას შეადგენს და ჯანსაღი გონებით (რამეთუ ქრისტესათვის სულელნი ბრძენი ადამიანები იყვნენ) მიიღოს სულელის სახე, უდიდესი მსხვერპლია.
ბეჭდვა
1კ1