არ შეიძლება, გული მატერიალურს მიუძღვნა
არ შეიძლება, გული მატერიალურს მიუძღვნა
არიან ადამიანები, რომლებიც მთლიანად ეწირებიან მატერიალურს. მთელი დღე იმაზე ზრუნავენ, რომ რაღაც სამუშაო კარგად შეასრულონ, ღმერთზე კი საერთოდ არ ფიქრობენ. ნუ მივეცემით ამას ჩვენც. იმუშავეთ ხელებით, იმუშავეთ ფეხებით, მაგრამ თქვენს გონებას ნუ მისცემთ ნებას, რომ ღვთისაგან განიდრიკოს. ნუ მიეცემით მატერიალურს მთელი თქვენი არსებით. სხვაგვარად ადამიანი კერპთაყვანისმცემელი ხდება. რამდენადაც ეს შესაძლებელია, ნუ მიუძღვნით სამუშაოს თქვენს გულს. მიეცით მას თქვენი ხელები, მიეცით მას თქვენი განსჯის უნარი. ნუ მიუძღვნით გულს არარაობას, უსარგებლოს. სხვაგვარად ის როგორღა შეხედავს ქრისტეს? როდესაც გული ქრისტესთანაა, მაშინ სამუშაოც ნაკურთხია. მაშინ ადამიანიც ინარჩუნებს შინაგანი სულიერი ძალების სიახლეს და ჭეშმარიტ სიხარულს განიცდის. სწორად გამოიყენეთ თქვენი გული და ტყუილ-უბრალოდ ნუ დაკარგავთ მას.
ბერი პაისი ათონელი
ბეჭდვა
1კ1