ნუთუ ფული ადამიანს ასე აფუჭებს?
ნუთუ ფული ადამიანს ასე აფუჭებს?
ერთხელ სულიერმა შვილმა ჰკითხა მოძღვარს:
-რისი ბრალია, მამაო? მიდიხარ ღარიბთან, შესჩივლებ შენს გაჭირვებას და ის განუგეშებს, გეხმარება, როგორც შეუძლია. მიდიხარ მდიდართან და ის შენს გასაჭირს ცალი ყურით ისმენს, თითქოს არც არაფერი. ნუთუ ფული ადამიანს ასე აფუჭებს?
- გაიხედე ფანჯარაში. რას ხედავ?
-ბავშვიან ქალს, ოთხთვალას, ხალხს, რომელიც ბაზარში მი-იჩქარის.
- კარგი. აბა, ახლა სარკეში ჩაიხედე. იქ რას ხედავ?
- სარკეში რა უნდა დავინახო, მამაო? მხოლოდ საკუთარ თავს ვხედავ.
- ფანჯარაც მინისაა და სარკეც მინისაა. მაგრამ საკმარისია, მინას მცირეოდენი ვერცხლი დაუმატო, რომ უკვე საკუთარი თავის მეტს ვეღარაფერს დაინახავ.


აკი მაცხოვარი ამბობს: ძნელია მდიდართათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა. ვინაიდან აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმრთის სასუფეველში (მათე 23,24). ამის მიზეზი ის არის, რომ როცა სიმდიდრე უხვად მოედინება მათთან, ისინი თავიანთ გულებს შეაპყრობინებენ მას (ფსალმ. 61,11). მაშასადამე, თუკი ჩვენსკენ სიმდიდრე წარმოედინება, ვევედროთ უფალს, რათა მისდრიკოს გული ჩვენი ღმერთის მოწმობისათვის და არა ანგარებისათვის (ფსალმ. 118,36). ხოლო თუკი არა გვაქვს ქონება, ნურც დავმწუხრდებით ამის გამო და ნურც ზედმეტად ვინდომებთ მის მოპოვებას. შიშველნი მოვდივართ ამქვეყნად დედის მუცლიდან და შიშველნივე ვუბრუნდებით მიწას. "ხოლო ნანდვილვე არს სარეწავ დიდ ღმრთისმსახურებაი უნაკლულოებით, ... ხოლო მაქუნდეს თუ საზრდელ და საფარველ ხორცთა ამათ, კმა-ვიყოფდეთ ჩვენ" (I ტიმ. 6,6,8). .
ბეჭდვა
1კ1