მორწმუნე ადამიანი ჯვრის ტვირთვით არ უნდა დაიღალოს!
მორწმუნე ადამიანი ჯვრის ტვირთვით არ უნდა დაიღალოს!
"არსებობს სხვადასხვაგვარი ჯვარი: ოჯახის ჯვარი, პიროვნების ჯვარი, ზოგჯერ სამსახური გვაქვს მძიმე. ადამიანი არასდროს უნდა ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში; მორწმუნე ადამიანი ჯვრის ტვირთვით არ უნდა დაიღალოს!
უფალმა დიდი მადლი მოანიჭა ჩვენს ქვეყანას და ამიტომ ქართველ კაცს არ აქვს დაღლის უფლება, ქართველი კაცი ბოროტებას უნდა ებრძოლოს! ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ საქართველო სამშვიდობო გზაზე გავიდეს და ასეც მოხდება! ბოროტი ძალა ვერაფერს დააკლებს ჩვენს სამშობლოს, რადგან უფალი იცავს ჩვენს ქვეყანას და ღვთისმშობელმა დედამ გადააფარა მას თავისი კალთა!
დალოცვილი იყავით! კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას - იყავით მხნედ, მუდამ გქონდეთ იმედი ღვთისა და ნურასდროს დაიღლებით, - დაღლის უფლება არ გვაქვს! ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ჩვენს თავს, ჩვენს ცოდვებს, ჩვენს ვნებებს და ყველაფერი კარგად იქნება.
დალოცვილი და გახარებული იყავით აწ და მარადის!"
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ბეჭდვა
1კ1