წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
"საკუთარ გონებაზე მინდობით არავის ძალუძს ღვთაებრივი ენერგიის მოხელთება; მის მოსახვეჭად უნდა იღვაწო, რადგან უსათუო შედეგს მხოლოდ მოღვაწეობითი გამოცდილება იძლევა სულში ღვთის მადლის მოქმედებით".

* "ვინც თვლის, რომ ღვთაებრივ ჭეშმარიტებებს სამეცნიერო თეორიებით ჩასწვდება, იმ შეშლილს ჰგავს, რომელიც ტელესკოპში მოელის სასუფევლის დანახვას".
ბერი პაისი ათონელი

"დიდი მამები და ეკლესიის მოძღვარნი ორი ფრთით - განათლებითა და კეთილგონიერი ცხოვრებით - მიწიერზე მაღლა აფრინდნენ და ეზიარნენ წმინდა ღვთისმეტყველების საკვირველ საიდუმლოებებს, და ქრისტეს მეტყველი ცხოვარი დაიცვეს ერეტიკოსების ცრუ სწავლებისაგან".
ბერი დანიელი

"ანალიზი სიყვარულს კლავს, მეცნიერება აგრილებს. ამიტომ საუბრობენ არა ცოდნის სილამაზის, არამედ მისი სარგებლიანობის შესახებ.

მოსიყვარულე არასოდეს კითხულობს შეყვარებულის ასაკს, წარმომავლობასა და მატერიალურ კეთილდღეობას. ზეშთაგონებული სული, ანუ ღვთაებრივი სიყვარულით ანთებული არავითარ შემთხვევაში არ დაგეთანხმება ღვთის "ანალიზზე".

სიყვარული განდევნის განსჯას, როგორც უსარგებლო მსტოვარს. სამაგიეროდ, აერთიანებს სამ სხივს - გონებას, გულსა და სულს და მათ ერთ სანთლად აღანთებს".
წმინდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

"ცოდნა მხოლოდ მაშინაა სწორი გეზით მიმავალი, როცა რწმენით ხელმძღვანელობს და ასეთ დროს ქრისტიანობის არსიც და მნიშვნელობაც ადვილად გასაგები ხდება".
კონსტანტინე სკვორცევი,
კიევის სასულიერო აკადემიის პროფესორი
ბეჭდვა
1კ1