ანგარებიანი ადამიანი სიტყვას არ იტყვის, ნაბიჯს არ გადადგამს და მოძრაობას არ გააკეთებს ისე, რომ იქიდან რაიმე სარგებელი არ ნახოს
ანგარებიანი ადამიანი სიტყვას არ იტყვის, ნაბიჯს არ გადადგამს და მოძრაობას არ გააკეთებს ისე, რომ იქიდან რაიმე სარგებელი არ ნახოს
წმიდა მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული ბრძანებს: ანგარებიანი ადამიანი სიტყვას არ იტყვის, ნაბიჯს არ გადადგამს და მოძრაობას არ გააკეთებს ისე, რომ იქიდან რაიმე სარგებელი არ ნახოს. ისე აქვს ყველაფერი გათვლილი, მოწესრიგებული, ყველაფერს ისეთი მიმართულება აქვს მიცემული, რომ დროსაც, ადგილსაც, საგნებსაც და პიროვნებასაც - ყველაფერს, რასაც კი მისი ხელი ან აზრი მიეკარება, თავისი წილი შეაქვთ მის საგანძურში. პირადი სარგებელი, პირადი ინტერესი - ეს არის ძირითადი ზამბარა, რომელსაც მუდამ და ყველგან სწრაფ მოძრაობაში მოჰყავს მთელი მისი არსება, ამოძრავებისთანავე იგი მზად არის ყველაფერი თავის მიზანთა მისაღწევ საშუალებად აქციოს: უმაღლესი ხარისხის ღირსებასა და პატივს მოიძიებს, თუკი ეს სარგებლიანი იქნება, ყველაზე რთულ თანამდებობას აირჩევს, თუკი ის სხვებთან შედარებით უფრო მოსავლიანი იქნება, ყველანაირ შრომას შეეჭიდება, არც შეჭამს, არც დალევს, ოღონდ კი სარგებელი ნახოს. იგი ან ანგარებიანია, ან მომხვეჭელი, ან ძუნწი. მხოლოდ პატივმოყვარეობის ძლიერი გავლენით შეიძლება უყვარდეს მას ჩინებულობა და ფუფუნება. საკუთრება მისთვის თავის თავზე, ადამიანებზე და თვით ღმერთის მოძღვრებაზეც კი ძვირფასია". აი, ამიტომ ვამბობთ, რომ ანგარება კერპთაყვანისმცემლობაა. ისიც, როგორც ვერცხლისმოყვარეობა "აღმერთებს" თავის საკუთრებას, და არა ღმერთს.
ბეჭდვა
1კ1