ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაომის (შავიანიძე) -მცირედმორწმუნოების შესახებ
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაომის (შავიანიძე) -მცირედმორწმუნოების შესახებ
მიტროპოლიტი ნაომის (შავიანიძე) შთამომავალმა, ქალბატონმა მარინე შავიანიძემ წინაპრის ქადაგებები, მასალები და წერილები, რაც ოჯახის არქივს შემორჩა, ერთად შეკრიბა და წიგნად გამოსცა. გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს:

-იმის შემდეგ, რაც იესომ 5000 კაცი 5 პურითა და 2 თევზით დაანაყრა, მან განმარტოება ისურვა, რათა ელოცა. ის ავიდა მთაზე, ხოლო თავის მოწაფეებს უთხრა, ნავში ჩამსხდარიყვნენ და ზღვაში გასულიყვნენ. ატყდა ქარიშხალი და ზღვა აღელდა. ამ დროს მოწაფეებმა დაინახეს ზღვაზე ფეხით მომავალი იესო. მათ მოჩვენება ეგონათ და შეძრწუმდნენ. იესომ უთხრა: "მე ვარ, ნუ გეშინიათ!"
ქრისტემ უპასუხა: "უფალო, თუ შენ ხარ, მიბრძანე მოვიდე შენთან". იესომ უთხრა: "მოდი".
პეტრე წავიდა, მაგრამ აღელვებული ზღვა, რომ დაინახა, შეეშინდა და ჩაძირვა დაიწყო: "უფალო, მიხსენი"-იყვირა მან. იესომ გაუწოდა ხელი და ამოიყვანა. "რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ?"-იყვირა მან. იესომ გაუწოდა ხელი და ამოიყვანა. "რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ?"-უპასუხა პეტრეს. როცა ისინი ნავში ჩასხდნენ, ყევლამ თაყვანი სცა იესოს და უთხრა: "ჭეშმარიტად ღვთის შილი ხარ შენ".

პეტრეს საქციელი გვასწავლის, ძვირფასო ძმანო და დანო, ღმერთის ღრმა რწმენით შევძლებთ ყოველგვარი განსაცდელიდან თავის დაღწევას და ნებისმიერი დაბრკოლებების გადალახვას, რათა პირნათლად წარვსდგეთ ჩვენი ზეციური მამის წიანაშე. ამინ!
ბეჭდვა
1კ1