წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
როგორც ძლიერი ქარი გაფანტავს მტვერს, ასევე ჩვენი უბოროტესი მტერიც - ეშმაკიც უმალ განიდევნება და გაცამტვერდება, როცა ღმერთის დიდებისმეტყველებას ვღაღადებთ, ლოცვა-ვედრებით ვდგავართ მის წინაშე და წრფელი სინანულის ცრემლთაც დავღვრით.

* ათასგზისაც რომ შესცოდო (ოღონდ არა შეგნებული, წინასწარი განზრახვით), მაგრამ შემდეგ გულწრფელი სინანულით მიეახლო ღმერთს, იცოდე, კვლავ და კვლავ განიწმინდები სიბილწისა და შენს მიერ ჩადენილ უსჯულოებათაგან.
წმინდა მაკარი დიდი, ეგვიპტელი

მარხვა და სიწმინდე ნურავის მოეჩვენება ძნელ და საშინელ საქმედ, რადგან ეს თქვენთვის კი არა, ბოროტ სულთათვის არის საშინელი. და თუ ვინმე ეშმაკეული იყოს, პირველ ყოვლისა, მარხვის სახე უჩვენე მას, რამეთუ თვით ქრისტე იტყვის: "ესე ნათესავი არარაით განხდეს, გარნა ლოცვითა და მარხვითა" (მათე 17,21).
წმინდა იოანე ოქროპირი

ის მანკი, რომლითაც პირველად იქნა ძლეული ადამიანი, სულ უკანასკნელად დაიძლევა ჩვენს მიერ, რადგან როცა ყველა ცოდვას ვძლევთ, ის საშიშროება დაგვემუქრება, რომ საკუთარი კეთილდღეობისა და წარმატებულობის შეგნებისას, შესაძლოა, ოდენ საკუთარი თავით და ჩვენი ძალებით ვიქადოდეთ და არა - უფლის ძლიერებით, რომელმაც მოგვმადლა წარმატება.
ნეტარი ავგუსტინე

თუ გული შენი, მთლიანად შეიძულა რა ცოდვა, ძალ-ღონეს იკრებს მოერიოს მას და ყველაფერს მოწყვეტილი, რაც კი შობს ცოდვას, თვალწინ გადაშლის საუკუნო მწუხარებას, მაშინ იცოდე, რომ შემწე შენი შენთანაა - და შენ არაფრით შეურაცხყო იგი, არამედ მტირალმა მის წინაშე თქვი გულისყურით: შენმა მოწყალებამ მიხსნას, უფალო, ამისგან, თავად არ შემიძლია მტრის ხელიდან გათავისუფლება, თუ არ მექნა შენი შეწევნა! - და ის დაგიცავს ყოველი ბოროტისაგან.
ამბა ისაია განდეგილი
ბეჭდვა
1კ1