მამათა გამონათქვამები
მამათა გამონათქვამები
ღმერთი არის ანგელოზთა შემქმნელი და დამბადებელი. მან შემოიყვანა ისინი არარსებობიდან არსებობაში და საკუთარი ხატისებრ უსხეულო ბუნებად შექმნა ისინი, როგორც რამ სული ან უნივთო ცეცხლი. ღვთაებრივი დავითი ამგვარად ამბობს: "ვინც შექმნა თავისი ანგელოზები სულებად და თავისი მსახურები - ცეცხლის ალად" (ფს. 103,4), გამოგვისახავს რა ამით მათ სიმსუბუქეს, ცეცხლოვანებას, სიმხურვალეს, უმახვილესობასა და მგზნებარებას საღვთო მისწრაფებაში და მსახურებაში, აგრეთვე, მათ ზემსწრაფველობას და ყოველგვარი ნივთიერი აზრისგან განშორებულობას.
წმინდა იოანე დამასკელი

ღმერთო, დაგვაბრმავე მხოლოდ იმისთვის, რათა უკეთურება არ შევიცნოთ და მოგვეცი თვალი ნათელი მთელი შენი ჭეშმარიტების წვდომისათვის.
სორენ კირკეგორი

ჩვენ ერთი ღმერთი გვყავს, რადგან ღვთაება - ერთია. და ერთისადმი აღიყვანებიან ღვთისაგან არსებულნი, თუმცა კი ჩვენ სამი გვწამს; რამეთუ როგორც ერთი არ არის უფრო მეტად ღმერთი, ასევე მეორეც არ არის უფრო ნაკლებად ღმერთი; ერთი არ არის უწინარესად, და მეორე არ არის შემდგომ; ისინი ნება-სურვილითაც არ შორდებიან ერთმანეთს და ძალითაც არ განიყოფიან; აქ არც არაფერია ყოველივე იმისაგან, რაც ჩვენ განყოფად საგნებში შეგვიმეცნებია. მოკლედ თუ ვიტყვით, ღვთაება განუყოფელია განყოფილთა შინა... თითოეულ ჰიპოსტასს ყოვლადწმინდა სამებისა არსობრიობისა და ძალის იგივეობის გამო იმგვარივე ერთიანობა აქვს შეერთებულთან, როგორიც საკუთარ თავთან. ასეთია ამ ერთიანობის გაგება, როგორც ჩვენ ძალგვიძს მისი წვდომა. და თუ ეს გაგება მტკიცეა, მადლობა ღმერთს გონებითი ჭვრეტისათვის!..
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

თუმცა კი ჩვენი გრძნობა პურსა და ღვინოს წარმოგვიდგენს ევქარისტიის საიდუმლოში, მაგრამ, დაე, რწმენით განმტკიცდე და გემოის ხილვით კი ნუ იმსჯელებ ამ საიდუმლო საგნის შესახებ, არამედ რწმენით დაუდასტურე საკუთარ თავს, რომ ზიარების ნაწილთა მიღებით შენ თვით ქრისტეს სხეულისა და სისხლის მიღების ღირსი შექნილხარ.
წმინდა კირილე იერუსალიმელია
ბეჭდვა
1კ1