ამ ხელებს ახლა ეპყრათ უფალი, ყოვლისმპყრობელი
ამ ხელებს ახლა ეპყრათ უფალი, ყოვლისმპყრობელი
ღირსი მამა გაბრიელი (ზირინიანოვი) სნეულებს ხშირად ეტყოდა, რომ წირვის დასრულების მერე უმალ მასთან მისულიყვნენ, თანაც პირველნი. მისულებს თავის ხელებს უჩვენებდა და განსაკუთრებული გრძნობით ეტყოდა: "ამ ხელებს ახლა ეპყრათ უფალი, ყოვლისმპყრობელი". ხელებს სნეულს თავზე დააწყობდა, ნაზად მოუჭერდა, ყოვლადწმინდა სამების სახელით აკურთხებდა და ეტყოდა: "მეტად ნუღარ დაახველებ" ანდა "გამოჯანმრთელდი!" და უფალიც ღირსი მამის ლოცვით სნეულებს შვებას მისცემდა და ხშირად სრულიად გამოაჯანმრთელებდა.

***
ჩვენ უნდა გვიხაროდეს, რომ ღმერთი მიუწვდომელია, - ბრძანებს წმინდა ინოკენტი ხერსონელი, - რადგან მთელი მარადისობა ის ჩვენი შეცნობის საგანი იქნება. გონებას მისი წვდომა რომ შეეძლოს, მაშინ უმოქმედოდ დარჩებოდა, რაც მას სატანჯველად ექცეოდა.
ბეჭდვა
1კ1