წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
ბრმები არიან ისინი, ვინც რელიგიაში მხოლოდ წესებს ხედავს. მათ, თავისთავად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. წესები, საეკლესიო მღვდელმსახურება - ეკლესიის სიმბოლური ენაა, ის სულიერი არხებია, რომელთა საშუალებით გადმოდის ღვთის მადლი და ენერგია. მაგრამ წესებს არ შეუძლიათ ჩვენი ცხოვრების შეცვლა, მორწმუნედ გახდომა. ამისათვის საჭიროა შეიცვალოს ჩვენი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, გავხდეთ სხვა ადამიანი, მახარებლის სიტყვით - "ახალი ქმნილება".

* ჩვენ გვაბრმავებს ბოროტება. აკი პირდაპირ წერია სახარებაში: "მოძულე ძმისა თვისისა ბნელსა შინა ვალს". სანამ ჩვენს გულში მტრობას და ბოროტებას აქვს ადგილი, ბრმები ვართ. ბოროტება ადამიანის გულზე დადებული ლოდია. რამდენადაც არ უნდა ვიმართლოთ თავი და გავაშავოთ ჩვენი შეურაცხმყოფელი, ამით მაინც ვერ დავმშვიდდებით, პირიქით, ჩვენს გულში თითქოს ცხელი, აზვირთებული მარილიანი ზღვის დუღილს შევიგრძნობთ. და თუ მივუტევებთ მოძულეს, მივუტევებთ მთელი გულით, საბოლოოდ, ისე რომ აღარ გავიხსენებთ უწინდელ წყენას, მაშინ დავმშვიდდებით, გავთავისუფლდებით და თითქოს ეს დიდი ლოდი, გულზე რომ გვაწევს, დაიფშვნება და დაცვივა. მაშინ ჩვენი გულიც აღდგება, როგორც მიცვალებული, რომელიც საფლავის წყვდიადიდან აღდგა და ნათელი იხილა.
არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი

ყველა სიავე გონებისგანაა, თუ გონება მხოლოდ მეცნიერებაშია, მაშინ მეცნიერები ვერ პოულობენ შინაგან სამყაროს და წონასწორობას. მაგრამ თუ გონება ღმერთშია, მაშინ სწავლულნი მეცნიერებას საკუთარი შინაგანი მოღვაწეობისა და ქვეყნიერების სასიკეთოდ წარმართავენ, ვინაიდან მათი გონება ნათელია.

* როცა გული უფლის სიყვარულით აენთება და თავად იქცევა ცეცხლის ალად, მას შეუძლია დაწვას ამაოება, რომელიც მას ეხება. მას აქვს შინაგანი სიმშვიდე.
ბერი პაისი ათონელი
ბეჭდვა
1კ1