რუმინეთის პატრიარქის 11 რეკომენდაცია შობის მარხვის წინ
რუმინეთის პატრიარქის 11 რეკომენდაცია შობის მარხვის წინ
რუმინეთის პატრიარქი დანიელი მართლმადიდებელი მრევლისთვის საშობაო მარხვის პერიოდისთვის 11 რეკომენდაციას აქვეყნებს:

"1 . ვმარხულობთ არა იმიტომ, რომ დაგვინახონ და შეგვაქონ ადამიანებმა, არამედ იმიტომ, რომ ღმერთს მივუახლოვდეთ.

2 . ვმარხულობთ იმიტომ, რომ ღმერთი უფრო მეტად გვიყვარს, ვიდრე მის მიერ ბოძებული მატერიალური საჩუქრები, რომლებსაც ჩვენ მოვიხმართ.

3 . პატიება – კარგი დასაწყისია მარხვის პერიოდისთვის. ვერავინ დაიწყებს მარხვას, რაც არის სულიერი ბრძოლა ცოდვათა განწმენდისთვის და სულის განსანათლებლად, პატიების გარეშე.

4 . მარხვა მორწმუნეთა ლოცვას ამყარებს, რომლებიც ღმერთთან კავშირს მიიჩნევენ სინათლედ და საკვებად თავისი სულისთვის.

5 . ნამდვილი მარხვა – ეს არა მხოლოდ თავშეკავებაა ცხოველური წარმოშობის საკვებისგან, არამედ მატერიალური სიძუნწისგან და სხვებზე ეგოისტური ბატონობისკენ სწრაფვისგან, ასევე ნებისმიერი აზრის, სიტყვის, ან მოქმედების შეზღუდვა, რომელიც ამცირებს უფლისა და მოყვასისადმი სიყვარულს.

6 . თუკი მარხვას თან სდევს ქმედებები, რომლებიც სათნოა ღვთისთვის, მარხვა მარხულ ადამიანს სხივად და უფლის დიდების ჭურჭლად აქცევს სხვა ადამიანებისთვის.

7 . მარხვა – ეს მხოლოდ მატერიალური კი არა, სულიერი მდგომარეობაც არის, ანუ მარხვაა თვალისთვის, პირისა და გულისთვის.

8 . მარხვა – ეს მსხვერპლის სულიერი მდგომარეობაა და მისი მსხვერპლშეწირვაა, ვინც მარხულობს. ის აღესრულება თავისუფლად და თითოეულის ძალების შესაბამისად.

9 . მარხვისას მატერიალური საკვების რაოდენობა იზღუდება, სულიერი საზრდო კი იზრდება.

10 . მარხვა აძლიერებს ლოცვას, ლოცვის გარეშე მარხვა არ წარმოადგენს სულიერ მუშაობას.

11 . მარხვა აცხრობს ეგოისტურ ვნებებს, გაანათლებს ინტელექტს, გრძნობებს, ცვლის დამოკიდებულებასა და ქცევას ადამიანებისა და ბუნებისადმი და ყველაფერს წარმოადგენს საღვთო სიყვარულით" – ნათქვამია რუმინეთის პატრიარქის რეკომენდაციებში.

ზურაბ თავური

წყარო: http://dogma.ge
ბეჭდვა
1კ1