როგორ მოვიქცეთ მაშინ, თუკი რწმენის ცეცხლი ჩაგვიქრა? თუკი ლოცვისა და სინანულის სურვილიც აღარ გვაქვს?
როგორ მოვიქცეთ მაშინ, თუკი რწმენის ცეცხლი ჩაგვიქრა? თუკი ლოცვისა და სინანულის სურვილიც აღარ გვაქვს?
როგორ მოვიქცეთ მაშინ, თუკი რწმენის ცეცხლი ჩაგვიქრა? თუკი ლოცვისა და სინანულის სურვილიც აღარ გვაქვს და ამ მდგომარეობას ვერას ვშველით?

ბერი ერმოლაოსი: მაშინ, როცა ჩვენი რწმენა სიყვარულითაა განმტკიცებული, ასეთი წუთი არასდროს დაგვიდგება, მაგრამ ხშირად ის, რასაც რწმენას ვეძახით, ფიზიკური და ემოციური კომფორტი უფროა, ამიტომაც არაა გასაკვირი ჩვენი სულიერი გაციება და ეკლესიიდან წასვლა.
უნდა შევისწავლოთ განსაცდელის, ტკივილის შეყვარება, მისი არსის გასიგრძეგანება.
ქრისტე ჩვენი სიყვარულისთვის ეწამა. აქედან გამომდინარე, ჩვენც უნდა შეგვეძლოს საკუთარი თავის მიძღვნა ადამიანებისთვის. ეს ისეთ სიხარულს მოგვიტანს, რომ დაგვავიწყდება სულში შემოპარული სიცივე და არა მხოლოდ დაგვავიწყდება, მან სამუდამოდაც კი შეიძლება მიგვატოვოს.
რატომ უშვებს უფალი ჩვენზე ამ გამოცდას? რატომ გვეუფლება გულგრილობა რწმენისადმი?
ღმერთს სურს დაგვანახოს, რომ ჩვენ ნაწილი ვართ ერთი, მთლიანი სიყვარულის. სწორეს ესაა ის უმთავრესი მადლი, რომლითაც უფალი კაცობრიობას აჯილდოებს...

ამასთან ძალიან დაგვეხმარება მუდმივად იესოს ლოცვის მომარჯვება.
თუმცა აქ ფორმალური ლოცვა და ეკლესიურობა არაა საკმარისი.

არის ასეთი სტერეოტიპი, თითქოს ლოცვათა ფორმალური აღსრულება არის ის ერთადერთი აუცილებლობა, რასაც სიხარული მოაქვს.
მე დარწმუნებით გეტყვით, რომ ათასობით სულიერი მოღვაწე შეეწირა ამ სტერეოტიპს, რადგან ისინი მხოლოდ ლოცვითი ჩვევის დაუფლებაში ეძებდნენ სიხარულს. მათ დაივიწყეს ქმედითი სიყვარულის აუცილებლობა და მთელი ცხოვრება ამ მინიმალური კმაყოფილების ძიებას შეალიეს.
მოღვაწე, რომელიც ასეთ "სიხარულს" მიიღებს, მომავალშიც მის მოპოვებას ეცდება და დაემსგავსება ფსკვნილზე მლოცველ ,,სპორტსმენს''.
არადა, ასეთი "მლოცველი", თუნდაც საათობით ლოცულობდეს ვერასოდეს გაიგებს, თუ რეალურად რამდენი სიყვარული გააჩნია, თუ როგორ მოიქცევა ის კრიტიკულ სიტუაციაში, როცა მოყვასისთვის მსხვერპლის გაცემა იქნება აუცილებელი.

დიდი სულიერი სიხარული, მათ შორის ლოცვაში ნეტარება, მხოლოდ საკუთარი თავის უარყოფითა და სიყვარულს შედგომით მიიღწევა. ასეთ მდგომარეობაში კი არც რწმენისადმი გულდრილობა დაგვეუფლება და არც ლოცვითი სიხარული გაგვინელდება.

რუსულიდან თარგმნა ხათუნა როგავამ
ბეჭდვა
1კ1