უმძიმესი დრო მოდის, ჩვენ დიდი გამოცდა გველის
უმძიმესი დრო მოდის, ჩვენ დიდი გამოცდა გველის
წმ პაისი ათონელი:
ამჟამად ღმერთი დიდ განსაცდელებს უშვებს. უმძიმესი დრო მოდის. ჩვენ დიდი გამოცდა გველის. მოდით, ყველაფერ ამას სერიოზულად მოვეკიდოთ და სულიერად ვიცხოვროთ. მდგომარეობა გვაიძულებდა და გვაიძულებს, სულიერად ვიშრომოთ. ერთის მხრივ, ამ სულიერ შრომას ფასი ექნება, თუკი ჩვენ სიხარულით, საკუთარი ნებით ვიშრომებთ და არა იმიტომ, რომ - გვაიძულებენ. ბევრი წმიდანი ითხოვდა, რომ ეცხოვრა ჩვენ ეპოქაში, რათა ეს ღვაწლი აღესრულებინა.

მე ვხარობ, როდესაც ანგარიშის გასწორებით მემუქრებიან იმის გამო, რომ არ ვდუმვარ და მათ გეგმებს ვარღვევ. როდესაც გვიან საღამოს მესმის, რომ ვიღაცა კალივის გალავნიდან ეზოში ხტება, გული ტკბილად ძგერას იწყებს. მაგრამ, როცა ღამის სტუმარი მთხოვს: "დეპეშა მოვიდა, ილოცე ამა და ამ სნეულისათვის", მაშინ საკუთარ თავს ვეუბნები: "აჰ, აი, რა ხდება, როგორც ჩანს, ისევ არ გამიმართლა". ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ სიცოცხლე მომბეზრდა, არამედ იმიტომ, რომ ჩემთვის ბედნიერებაა ქრისტესთვის სიკვდილი. მოდით, ვიხარებდეთ, რომ დღეს ჩვენ წინაშე ასეთი შესანიშნავი შესაძლებლობაა. ვისაც მოწამეობა სურს, მას დიდი სასყიდელი ელის.

წარსულს დროში იწყებოდა ომი, ადამიანი მიდიოდა მტერთან საბრძოლველად და თავისი მამულის, თავისი ხალხის დასაცავად. ამჟამად ბრძოლაში ვებმებით არა იმიტომ, რომ მამული დავიცვათ, ომში იმიტომ კი არ მივდივართ, რომ ბარბაროსებს აღვუდგეთ წინ, რათა მათ არ იმძლავრონ ჩვენს დებზე და არ შეურაცხგვყონ ჩვენ. ჩვენ ომს წარვმართავთ არა ნაციონალური ინტერესებით, ან რაიმე იდეოლოგიისთვის. ახლა ჩვენ ვიბრძვით ან ქრისტეს, ან ეშმაკის მხარეს, ვინ ვისკენაა - ძალათა განლაგება აშკარაა! ოკუპაციის დროს გმირად იქცეოდი, თუკი არ მიესალმებოდი გერმანელს, ახლა კი გმირად იქცევი, თუ ეშმაკს არ მიესალმე.

ასე თუ ისე, ჩვენ საშინელი მოვლენების ხილვა მოგვიწევს. წარიმართება სულიერი ბრძოლა. წმიდანები კიდევ უფრო განიწმიდებიან, ხოლო უწმინდურნი კიდევ უფრო საძაგელნი შეიქნებიან [13]. მე ვნუგეშობ, ჩვენ ჭექა-ქუხილი გველის და ჩვენს ბრძოლას აქვს ფასი, რადგანაც ამჟამად ჩვენი მტერი - ეს ალი ფაშა კი არ არის, არც ჰიტლერი და არც მუსოლინი, არამედ - ეშმაკი. და ამიტომაც ჯილდო ჩვენი იქნება ჯილდო ზეციური.
ღმერთმან, ვითარცა სახიერმან, წარმართოს ბოროტება სიკეთედ, ამინ.

ბეჭდვა
1კ1