მრავლისმეტყველების ჟამს, ძნელია, არ შესცოდო
მრავლისმეტყველების ჟამს, ძნელია, არ შესცოდო
შენ წარმოთქვი სიტყვა და იგი აღარასოდეს მოკვდება, არამედ იცოცხლებს საშინელ სამსჯავრომდე. იგი შენთან ერთად წარდგება საშინელ სამსჯავროზე და იქნება შენსკენ და შენს საწინააღმდეგოდ.
წმინდა თეოფანე დაყუდებული

სამოთხეში ბევრია ცოდვებმონანიებული ცოდვილი, მაგრამ მოლაყბე - არც ერთი.
ტროიცკ-სერგის ლავრის ბერი ზოსიმე

ნუ მისცემ შენს თავს უფლებას, ილაპარაკო და ჩაერიო ისეთ საქმეებში, რომელიც შენ არ გეხება.
ამბა აგაფონ ეგვიპტელი

მრავლისმეტყველების ჟამს, ძნელია, არ შესცოდო. მაშინ სულში ჩნდება სევდა, რაც, წმინდა მღვდელმთავარ თეოფანე დაყუდებულის სიტყვებით, იმის ნიშანს წარმოადგენს, რომ "ამ ლაპარაკის გამო ჩვენ უფალს დავშორდით".

გადაეჩვიეთ კამათს, იგი აფორიაქებს გულს, სულიერ სიმშვიდეს გვართმევს; ყოველგვარ უაზრო ფიქრს იესოს ლოცვა დაუპირისპირეთ.
ს.ა. ნილუსი

ილაპარაკე, თუკი მდუმარებაზე უმჯობესი იცი და სათქმელი გაქვს, მაგრამ გიყვარდეს დუმილი, როცა ის თქმას სჯობს.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

ნურასოდეს ჩაერევი საეკლესიო კამათში იმ ხალხთან, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს, რადგან ასეთი კამათი ვერასოდეს მიგიყვანს დადებით შედეგამდე, იგი მხოლოდ და მხოლოდ აბოროტებს და აღიზიანებს ადამიანებს. ამას კი აუცილებლად უნდა მოერიდო.
დედა ფამარი (მარჯანიშვილი)

მბრძანებლობ კუჭზე? ენაც დაიმორჩილე, რადგან როცა მეორის მონა დარჩები, პირველისგან გათავისუფლება უსარგებლო არ იყოს.
წმინდა ნილოს სინელი

* ძმათა კრებულში ყოფნისას შეინარჩუნე მშვიდი მდგომარეობა. თუ რაიმეს გამო საჭიროება შეგექმნება, მიმართო მათ, თქვი ამის შესახებ მოკლედ და თავმდაბლობით.

* უფალი მუდამ იცავს შენ სულს, მანამ შენ იცავ შენს ენას.

* არასოდეს დაიფიცო არც იმაზე, რაც საეჭვოა, და არც იმაზე, რაც უეჭველია.

* ძეო ჩემო! უდიდესი მონაპოვარია ისწავლო მდუმარება. მდუმარება - უფლისადმი მიბაძვაა, რომელმაც "არარა მიუგო, ვიდრემდის უკვირდაცა პილატეს" (მარკოზ. 15,5)

დაე, შენმა ენამ იხელმძღვანელოს შენი გონებით: სიტყვები დაუფიქრებლად წარმოთქმულნი - კურო და ეკალია.

* მას, ვინც ყურად არ იღებს შენს სიტყვებს, ნურაფერს ეტყვი.

* ნურასოდეს ისაუბრებ იმ კეთილ საქმეზე, რომლის გაკეთებასაც აპირებ, - აღასრულე იგი ისე, რომ არ განაცხადო წინასწარ.

* ძეო ჩემო! ნუ განამრავლებ სიტყვებს: მრავალსიტყვაობა განაშორებს შენგან ღმერთის სულს.
წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე
(ბრიანჩანინოვი)

მავნეა სიტყვა, რომელსაც არანაირი სარგებლობა არ მოაქვს მსმენელთათვის.
წმინდა ბარსანუფი დიდი

სიტყვა აზრის გარეგნული არსია და როგორც ცუდი აზრისაგან ითესება ჩვენს სულში ცოდვა, ასევე ცუდი სიტყვისაგან ითესება იმის სულში ცოდვა, ვინც ჩვენ გვისმენს.

მრავლისმეტყველება შეაგინებს ადამიანს.
ღირსი ბარსანოფი

ჭკვიანია ის, ვინც ღმერთს აამებს და უმეტესად დუმს, ან თუ საუბრობს, მცირედს საუბრობს, ისიც მხოლოდ საჭიროსა და ღვთისათვის სათნოს.

* სულიწმიდა (ქრისტიანში) არაფრით ისე არ დაიშრიტება, როგორც ამაო საუბრებით.
ღირსი ანტონი დიდი

სულიერ ზრდასა და მრავლისმეტყველებას შორის უკუპროპორციულობაა.
მამა ალექსანდრე ელჩანინოვი

მრავალმეტყველება განაგდებს მადლს და სპობს სულის სიმხურვალეს.
ბერი პართენ კიეველი

უნდა განიხილო, თუ ვის ეუბნები. როდესაც იცი, რომ მსმენელი სარგებლობას ღებულობს, მაშინ ესაუბრე მას, წინააღმდეგ შემთხვევაში ნუ ისაუბრებ.
წმინდა ბერები ბარსანოფი დიდი
და იოანე

მრავალმეტყველება არის საჯდომელი, რომელზედაც ცუდმედიდობას უყვარს გამოცხადება და თავის საზეიმოდ წარმოჩენა. მრავალმეტყველება არის ნიშანი უგუნურებისა, კარი ავსიტყვაობისა, წარმძღვანელი უჯერო სიცილისაკენ, მსახური სიცრუისა, ამომძირკველი გულის სითბოსი, მომწოდებელი მოწყინებისა, წინამორბედი ძილისა, გამფლანგველი ყურადღებისა, გამანადგურებელი გულითადობისა, გაცივება წმინდა სითბოსი, შელახვა ლოცვისა.

* საკუთარ შეცოდებათა შემცნობელს თავის ენაზეც გააჩნია ძალაუფლება; ხოლო მრავლისმეტყველს ჯერ კიდევ ვერ შეუცვნია, როგორც საჭიროა, საკუთარი თავი.

* მცირედთ თუ ძალუძთ შეაკავონ წყალი კაშხლის გარეშე; და უფრო მცირედნი არიან ისეთნი, რომელთაც ძალუძთ დაადუმონ თავშეუკავებელი ბაგენი.
წმინდა იოანე კიბისაღმწერელი

როგორ დავიცავთ გულს, თუკი ჩვენი ენა ღია კარს ჰგავს?
ღირსი სისოი დიდი

სულიერ ზრდასა და მრავალმეტყველებას შორის უკუპროპორციულობაა. იოლი და მაცდუნებელია სულიერი დაძაბულობის შეცვლა ყბედობით. ეს არის საცდური ყოველი "მასწავლებლობისა". ამიტომაც მანამდე, სანამ რამეს მოვუყვებოდეთ მოყვასს, უნდა დავფიქრდეთ, გაამდიდრებს თუ არა სულიერად მას ეს ნაამბობი და მართლაც საჭიროა თუ არა იცოდეს ეს ამბავი რაიმე სერიოზული მიზეზის გამო.
მამა ალექსანდრე ელჩანინოვი

* იბატონე საკუთარ ენაზე და სიტყვებს ნუ განამრავლებ.

* უფალი მანამდე უფრთხილდება შენს სულს, ვიდრე შენ საკუთარ ენას უფრთხილდები.

* ვინც უდაბნოსა და მდუმარებაში ცხოვრობს, ის თავისუფალია სამი განსაცდელისგან სმენის, ენისა და მზერისაგან; მას მხოლოდ ერთი განსაცდელი აქვს - საკუთარი გულისგან.
წმინდა ანტონი დიდი

ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
ბეჭდვა
1კ1