ამას იესო ქრისტესთვის დავითმენ!
ამას იესო ქრისტესთვის დავითმენ!
ღირსი ანტონ ოპტელი:
რა წყენაც არ უნდა შეგემთხვეს, რა უსიამოვნებაც არ უნდა დაგატყდეს თავს, თქვი: "ამას იესო ქრისტესთვის დავითმენ!" მხოლოდ თქვი ეს და მაშინვე გულზე მოგეშვება, რამეთუ იესუ ქრისტეს სახელი ძლიერია. მასთან ყოველგვარი უსიამოვნება წყნარდება, დემონები ქრებიან. დაწყნარდება შენი გულისტკენაც, შენი სულმოკლეობაც დამშვიდდება, როდესაც მის უტკბილეს სახელს გაიმეორებ.

წმ. იოანე სინელი:
თავს ნუ აიმაღლებ, თუკი სხვებისთვის ლოცულობდი და უფალმა გისმინა, რადგან ეს მათმა რწმენამ იმოქმედა და ღმერთმაც აღასრულა.

წმ. სერაფიმე საროველი:

ვინც საკუთარი თავის შეცნობით არის დაკავებული, იმას სხვისთვის თვალყურის სადევნელად არ სცალია. თავი განიკითხე და მოეშვი კაცთა განკითხვას. ცუდი საქმე კი განიკითხე მაგრამ ადამიანს ნუ ერჩი.



ბეჭდვა
1კ1