თვითდადგენილო მსაჯულებო საკუთარი წინამძღოლებისა, თქვენ ვერ იპოვით გამართლებას ჩვენს გასამართლებაში
თვითდადგენილო მსაჯულებო საკუთარი წინამძღოლებისა, თქვენ ვერ იპოვით გამართლებას ჩვენს გასამართლებაში
მიტროპოლიტი ფილარეტი:
ზოგიერთები ცდილობენ არა გამოსწორებას, არამედ თავიანთი მოურიდებელი ცხოვრების გამართლებას, ფიქრობენ მონახონ თავის გამართლება იმაში, რომ ესა თუ ის წინამძღვარი ისე არ ცხოვრობს, როგორც ასწავლის. არა, თვითდადგენილო მსაჯულებო საკუთარი წინამძღოლებისა, თქვენ ვერ იპოვით გამართლებას ჩვენს გასამართლებაში. ჩვენ განვისჯებით, თუ ვცხოვრობთ უღირსად, ჩვენ მიერ ნაქადაგების საწინააღმდეგოდ, მაგრამ თქვენც ასევე იქნებით განსჯილნი იმისათვის, რომ განიკითხავთ მოყვასს იესო ქრისტესგან აკრძალვის საპირისპიროდ, იმისათვის რომ არ მიჰყვებით წმინდა სწავლებას; ამ სწავლების სიწმინდე არ იბღალება იმით, რომ გაისმის ცოდვილი ბაგედან.
ბეჭდვა
1კ1