მთელი სიცოცხლე იფიქრე, როგორ შეხვდე ღირსეულად სიკვდილს
მთელი სიცოცხლე იფიქრე, როგორ შეხვდე ღირსეულად სიკვდილს
თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმაზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად ატანას.

თუ ბედნიერი ხარ, იფიქრე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას.

როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა ღირსეულად გადაიტანო ძაგება.

და მთელი სიცოცხლის მანძილზე იფიქრე, როგორ შეხვდე ღირსეულად სიკვდილს.
წმინდა ნიკოლოზ სერბი

ჩვენ ან მოწყენით ვიყურებით წარსულში, ან მომავალს ველოდებით, თითქოს სწორედ მაშინ უნდა დაიწყოს ნამდვილი ცხოვრება. აწმყო კი, ანუ ის, რაცაა სინამდვილეში ჩვენი ცხოვრება, სწორედ ამ უნაყოფო დინებასა და ოცნებებში გადის.
მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი)

თუ შესაძლებელია, განუწყვეტლივ მოვიგონოთ სიკვდილი, რამეთუ ამ ხსენებისაგან იბადება განშორება ამქვეყნიური ამაო საზრუნავისაგან და განუწყვეტელი ლოცვა, მიუკერძოებლობა სხეულისადმი, სიძულვილი ცოდვისა. სიმართლე რომ ვთქვათ, თითქმის ყველა ცოცხალი და ქმედითი სათნოება მისგან იღებს სათავეს. ამიტომაც, თუკი შესაძლებელია, ამას ვიქმოდეთ ისევე განუწყვეტლივ, როგორი განუწყვეტელიცაა სუნთქვა.
ღირსი ისიქასტი ქორიბიტი

უნდა იცხოვრო არა "იოლად", არამედ მთელი ძალების, როგორც ფიზიკურის, ისე სულიერის, შესაძლო დაძაბვით. როცა მაქსიმალურ ძალებს ვხარჯავთ, თავს კი არ ვაიძულებთ, არამედ განვამრავლებთ წყაროს ძალებისას.
მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი)

გააკეთე ის, რის ქმნასაც სიკვდილის წინ ისურვებდი.
მიტროპოლიტი ფილარეტი

სიკვდილი არ მოგვიცდის, სანამ მის შესახვედრად მოვემზადებით.
მიტროპოლიტი ფილარეტი

იმაზე კი ნუ იფიქრებ, რომ გარდაცვლილი აღარასოდეს დაბრუნდება შინ, არამედ იმაზე, რომ შენც მალე შეუერთდები მას.
კონსტანტინოპოლის
პატრიარქი ფოტი

როცა დასაძინებლად მოემზადები, გაიხსენე სიკვდილი, რომლის სახე და წინკარია ძილი.
მოსკოვის მიტროპოლიტი
ფილარეტი

სიკვდილი საშინელებაა ადამიანისათვის, მაგრამ მორწმუნეს არ ეშინია, როგორც მფრინავ არსებებს არ ეშინიათ უფსკრულებისა და დაცემის.
მღვდელი ალექსანდრე (ელჩანინოვი)

შესაძლოა, დიდი ხანია იზრდება ის ხეები, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლება.
ეფრემ ასური

ამაოდ ევედრება დავით მეფე უფალს, აუწყოს დღენი ცხოვრებისა მისისანი. ყოვლადსახიერი და ყოვლადბრძენი განგება არ გვაძლევს ამ საშიშ ცოდნას, რათა უკანასკნელი დღის არცოდნით სასოწარკვეთილებისაგან იხსნას ისინი, ვინც მასში აღმოჩნდებოდა, რომ სცოდნოდა თავისი აღსასრული და, მეორე მხრივ, ზედმეტი თავდაჯერებულობისაგან ათავისუფლებს მათ, ვინც შორეულად მიიჩნევდა თავისი სიკვდილის დღეს - თითოეულ მათგანს კი აიძულებს იფხიზლოს და დაუზარებლად აღასრულოს თავისი მოვალეობა.
ნეტარი ავგუსტინე

სამშობლოსა და მისი სიწმინდეების დამცველი პირნათლად ასრულებს ქრისტეს მცნებას: "უფროისი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის" (იოანე 15,13).
მიტროპოლიტი ფილარეტი

გახსოვდეთ, ღვთის სასუფეველში შემავალი კარიბჭე ჩვენი მიწიერი, ამქვეყნიური სამშობლო და ეკლესიაა, ამიტომ მხურვალედ გიყვარდეთ და სიცოცხლეს ნუ დაიშურებთ მისთვის.
წმიდა იოანე კრონშტადტელი

...მე ვაფრთხილებ ჩვენს ხალხს, ჩვენს მორწმუნეთ: იყავით დაკვირვებულნი და ყურადღებიანნი: ნუ დაკარგავთ ჭეშმარიტებას, ნუ დაკარგავთ ჩვენს სარწმუნოებას, მიწიერ საცდურზე ნუ გაცვლით მარადიულ ცხოვრებას, თორემ მერე გვიან იქნება, რადგან ჟამი ახლო არს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული - სამშობლოს და სხეულს, რაც გინდათ, ის უყავით.
წმინდა ამბროსი აღმსარებელი (ხელაია)

"ვით მამა ზეცისა, იყავნ შენც სრული" - აი, თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა. ვის რა მანძილი გაუვლია, ცალკე ადამიანია თუ მთელი ერი, - ამ სისრულის გზაზე, ვინ რამოდენად წინ წამდგარა, ვის რამოდენად აღფრთოვანებული აქვს სულთა-სწრაფვა ამ გზაზე დაუღალავად სიარულისათვის, - აი, საწყაო როგორც ცალკე ადამიანის ღირსებისა, ისეც მთელის ერისა.
წმინდა ილია მართალი

ამ ცხოვრების დასასრულს, ვფიქრობ, უსამართლოდ უწოდებენ სიკვდილს, სწორი იქნება, სიკვდილისაგან თავდახსნა ვუწოდოთ, ხრწნილებისაგან გათავისუფლება, მონობის დასასრული, მღელვარებათა შეწყვეტა, ბრძოლათა აღკვეთა, წყვდიადიდან გამოსვლა, მოსვენება შრომათაგან, თავის არიდება სირცხვილისაგან, გაქცევა ვნებათაგან და საზოგადოდ რომ ვთქვათ, იგია სამანი ყოველთა ბოროტებათა... შეუპოვრად იბრძოდნენ რა წმინდანები ამა სოფელთან და ხორცთან და აქედან მომდინარე ყველა ბოროტებასთან... დაუზიანებლად შეინარჩუნეს ღირსება საკუთარი სულისა.
მაქსიმე აღმსარებელი
ბეჭდვა
1კ1