ეს მღვდელი საიდუმლოებების აღსრულებაში ბევრ ფულს ითხოვს, მეორე კი სიგარეტს ეწევა
ეს მღვდელი საიდუმლოებების აღსრულებაში ბევრ ფულს ითხოვს, მეორე კი სიგარეტს ეწევა
ერთხელ ჩვენი დროის ცნობილ ათონელ ბერს, წმ. პაისის ჰკითხეს:
– ხშირად მოდიან ადამიანები და მორწმუნეებს გვეუბნებიან: ესა და ეს მღვდელი საიდუმლოებების აღსრულებაში ბევრ ფულს ითხოვს, მეორე კი სიგარეტს ეწევა, სხვაზე ამბობენ ამორალურიაო და საერთოდ, ღვთისმსახურებს ადანაშაულებენ და მოაქვთ დამადასტურებელი საბუთები… რა უნდა ვუპასუხოთ ამ ადამიანებს?

ბერმა უპასუხა:
– საკუთარი გამოცდილებიდან დავასკვენი, რომ ცხოვრებაში ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან. მესამე არ არსებობს. ადამიანების ერთი კატეგორია ბუზის მსგავსია. ბუზს ასეთი თვისება აქვს: ყოველთვის ჭუჭყს ეძებს. მაგალითად: როდესაც ბაღში ბევრი სურნელოვანი ყვავილია და იქვე ღობის ძირში საქონლის ნეხვი, ბუზი გადაუფრენს ყველა მშვენიერ ყვავილს და არც ერთ მათგანზე არ შეჩერდება. მაგრამ როგორც კი დაინახავს უწმინდურებას, მაშინვე მისკენ გაფრინდება და დაიწყებს მის ქექვას. ის ტკბება იმ სიმყრალით, რომელიც ქექვისას წარმოიქმნება და ამ საქმიანობისგან მოწყვეტა არ შეუძლია. ამ ბუზს საუბარი რომ შეეძლოს, კითხვაზე იცის თუ არა, სად არის ვარდები, გიპასუხებდათ: "არც კი ვიცი, ეს რა არის. სამაგიეროდ, ვიცი სად არის ნაგავსაყრელები, საპირფარეშოები, სასადილოები, ჭუჭყი".

ადამიანის ერთი ნაწილი სწორედ ბუზს ჰგავს. ეს ის კატეგორიაა, რომელმაც მხოლოდ ცუდზე ფიქრი ისწავლა და ეძებს მას. ამასთან არც იცის და არც სურს სიკეთეში ყოფნა.
ადამიანების მეორე კატეგორია ფუტკრის მსგავსია, რომლის თვისებურებაა, იპოვოს სილამაზე და სიტკბო. ვთქვათ, შენობაში, რომელიც უწმინდურებითაა სავსე, ვიღაცამ კუთხეში შარბათი დადგა. თუ ფუტკარს მივიყვანთ, იფრენს და არსად შეჩერდება, სანამ შარბათს არ იპოვის.

თუ ახლა ამ ფუტკარს დაიჭერთ და ჰკითხავთ, სად არის სიბინძურე, ის გიპასუხებთ, რომ არც კი იცის, ეს რა არის. გეტყვით: "იქ – ვარდებია, იქ – იებია, იქ – თაფლია, იქ – შაქარია, იქ – შარბათია" – და საერთოდ იქნება ყველაფერი კარგის მცოდნე და არანაირი წარმოდგენა არ ექნება ბოროტებაზე. ეს ადამიანების ის კატეგორიაა, რომელსაც კეთილი ზრახვები აქვს და მხოლოდ კარგს ხედავს.

ბერმა საუბარი ასე დაასრულა:
– მათ, ვინც სხვების დასადანაშაულებლად ჩემთან მოდის, ვუყვები ამ მაგალითს და ვთავაზობ, გაარკვიონ: ადამიანების რომელ კატეგორიას მიაკუთვნებენ თავს და რომელ კატეგორიას მიაკუთვნებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ბრალს სდებენ.
ბეჭდვაელფოსტა
04.08. 2017
fotine
am igvshi sibrzne devs da karg mtq,els kargi gamgonec schirdeba
11.07. 2017
ჭიჭიკო ბენდელიანი
ბუზი და ფუტკარი ორთავე ბუზია. განსხავება ისაა, რომ ბუზი ყველა ბზუის, მაგრამ ფუტკართან ყველა ტყუის.
05.05. 2017
jiji
ვისაც ბუზობა მოსწონს, ან საჭიროდ მიიჩნევს –ბუზი უნდა იყოს ნამდვილად! ასე გააჩინა ღმერთმა და იმიტომ!
20.03. 2017
ადამიანი
გამოდის უფალს უწუნებთ ნამოქმედარს, თუ მისგან შექმნილ ბალახის მჭამელს, ხორცის ჭამას დავავალებთ და პირიქით, გადაშენდებიან შიმშილით. ასევე მოუვა ბუზს. ცხოველებისგან განსხვავებით ადამიანს გონებაც მისცა უფალმა, ცუდის და კარგის გარჩევა რომ შეძლოს.
16.03. 2017
ლელი
მე ფუტკარი ვარ,მაგრამ ბზიკებმა დამკბინეს და ეხლა ვცდილობ ბუზი გავაღვიძო ჩემში რათა რეალობამ მეათასედ არ ჩამაგდოს ნოკდაუნში
სხვა სიახლეები
24.07.2017
წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი

საკუთარი თავის უნდობლობა, საყვარელო ძმაო, ისეთი აუცილებელია ჩევნს ბრძოლაში, რომ მის გარეშე, მერწმუნე, არათუ სასურველ გამარჯვებას მოიპოვებ, მტრის ყველაზე უმნიშვნელო თავდასხმასაც ვერ გაუძლებ.
14.07.2017
ღირსი ანტონ ოპტელი:
რა წყენაც არ უნდა შეგემთხვეს, რა უსიამოვნებაც არ უნდა დაგატყდეს თავს, თქვი: "ამას იესო ქრისტესთვის დავითმენ!" მხოლოდ თქვი ეს
14.07.2017
მიტროპოლიტი ფილარეტი:
ზოგიერთები ცდილობენ არა გამოსწორებას, არამედ თავიანთი მოურიდებელი ცხოვრების გამართლებას,
22.06.2017
წმ. იოანე ოქროპირი:
"მე ვხედავ, რომ დღეს ბევრი, ნათლობის შემდეგ, მოუნათლავებზე უმეტესი დაუდევრობით ცხოვრობს და ქრისტიანული ცხოვრების არანაირ ნიშანსაც კი არ ავლენს.
15.03.2017
უწმინდესი და უნეტარესი ილია II:
გაუფრთხილდით ერთმანეთს,
09.03.2017
მამათა სწავლების მიხედვით:
მარხვა არის დრო, რომელიც საშუალებას გვაძლევს საუკეთესო შედეგებს მივაღწიოთ სულიერ ცხოვრებაში.
07.03.2017
დეკანოზი სერაფიმე დანელია ასეთ პოსტს აქვეყნებს:

,,საკმაოდ ფიცხი ხასიათის მქონე არქიმანდრიტი გაბრიელი, მონასტრის წინამძღვრობიდან ეპისკოპოსად იქნა გამორჩეული.
06.03.2017
წმ.იოანე ოქროპირი:
მღვდლებიც ცოდვილნი არიან და აი, რატომ: თავად მოძღვარნი და მასწავლებელნი რომ არ სცოდავდნენ და არ იკარებდნენ ყოფით ვნებებს, სხვათა მიმართ არაადამიანურნი და მკაცრნი იქნებოდნენ.
26.02.2017
დეკანოზი ანდრია კემულარია:
სულ რამდენიმე საათში დიდი მარხვა დაიწყება. ყოველთვის განსაკუთრებულია მისი მოლოდინი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
პანორმიტის მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედი ხატი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საბერძნეთში, ათენის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძარში დროებით მოღვაწე არქიმანდრიტ მამა აბიბოსის (ტარიადისი) ძალისხმევით
საიტის პარტნიორები