არსებობს თუ არა საზომი, რომელიც გვაჩვენებდა ადამიანის სულიერების დონეს?
არსებობს თუ არა საზომი, რომელიც გვაჩვენებდა ადამიანის სულიერების დონეს?
მამათა სწავლების მიხედვით:
მარხვა არის დრო, რომელიც საშუალებას გვაძლევს საუკეთესო შედეგებს მივაღწიოთ სულიერ ცხოვრებაში. მაგრამ ჩნდება კითხვა, რა კრიტერიუმებით შეიძლება შეფასდეს მიღწეული? არსებობს კი საზომი, რომელიც გვაჩვენებდა ადამიანის სულიერების დონეს?
ასეთი მოწყობილობა ნამდვილად არ არსებობს და ჩვენ თვადაც არ შეგვიძლიათ ვიყოთ იმის შემფასებლები, სულიერი პროგრესი განვიცადეთ თუ რეგრესი.

სულიერებას არ განსაზღვრავს ადამიანის გარეგნული ქმედებები, საეკლესიო წეს-ჩვეულებათა ზედმიწევნით შესრულებაც კი. სულიერების დონის ერთადერთი საზომი სინანულია. რაც უფრო ცოდვილად გრძნობს თავს ადამიანი, მით მაღალ სულიერების საფეხურზეა იგი. რაც მეტად გრძნობს ადამიანი თავის ცოდვებს, მით მეტად უახლოვდება უფალს.

მხოლოდ სინანულს შეუძლია ადამიანის გამოსწორება და უკეთესობისკენ მისი შეცვლა.
ასე, რომ თუ მარხვაში მხოლოდ საკვებს შევზღუდავთ და არ გვექნება სინანული ცოდვების გამო, მაშინ ვერ შევიცვლებით და ვერ გავიზრდებით სულიერად. საკვებზე საერთოდ უარიც რომ ვთქვათ, ეს არ იქნება სასარგებლო ჩვენი სულისთვის. 

ბეჭდვა
1კ1