ნურასოდეს შეგეშინდებათ უფლის სასჯელის! უფალი ხომ, როგორც ღვიძლ შვილებს ისე გვსჯის და არა როგორც ბოროტმოქმედებს
 ნურასოდეს შეგეშინდებათ უფლის სასჯელის! უფალი ხომ, როგორც ღვიძლ შვილებს ისე გვსჯის და არა როგორც ბოროტმოქმედებს
დეკანოზი სერაფიმე დანელია ასეთ პოსტს აქვეყნებს:

,,საკმაოდ ფიცხი ხასიათის მქონე არქიმანდრიტი გაბრიელი, მონასტრის წინამძღვრობიდან ეპისკოპოსად იქნა გამორჩეული. რწმუნებულ ეპარქიაში მისმა ფიცხმა ხასიათმა ერთხელ მძიმე განსაცდელი შეამთხვია: მონასტერში ბერებისგან უსიტყვო მორჩილებას შეჩვეულმა ეპისკოპოსმა ვერ აიტანა მღვდლის შეპასუხება და კიბიდან დააგორა... სინოდმა მღვდლის საჩივრის საფუძველზე ეპისკოპოსი გაბრიელი სამი წლით განეყენა ეპარქიის მმართველობისაგან და შეუჩერა მღვდელმსახურება.

დასჯილი ეპისკოპოსი დაუბრუნდა თავის ყოფილ ეპარქიას და რადგან, რამოდენიმე თვეში ყოველნაირი საარსებო სახსარი ამოეწურა, დაიწყო სამსახურის ძებნა. ამის საპასუხოდ ეპარქიის ახალმა ეპისკოპოსმა სამღვდელოებას აუკრძალა მეუფის არა მხოლოდ დასაქმება, არამედ საკურთხეველშიც შეშვებაც... წირვის დროს მრევლში იდგა მეუფე და მათთან ერთად ეზიარებოდა... სამსახურიც მრევლის წევრმა უშოვა: სახლში წაიყვანა და ბაღ-ბოსტნის მომვლელად და დარაჯად დაიყენა... ასე გაიარა სამმა წელმა.

სადამსჯელო ვადის გასვლის შემდეგ, ეპისკოპოს გაბრიელს დაუბრუნეს მსახურების უფლება და ჩააბარეს ახალი ეპარქია...
წლების შემდეგ მას ჰკითხეს: ,,მეუფეო, თქვენ საოცრად საინტერესო ცხოვრება გავლეთ, იყავით საქვეყნოდ ცნობილი მამის, კუკშას სულიერი შვილი, მოღვაწეობდით რუსეთის მისიაში წმიდა მიწაზე, მრავალი წელი იყავით ფსკოვო-პეჩორის მონასტრის წინამძღვარი, დღეს ხართ ეპისკოპოსი... თქვენი მოღვაწეობის რომელ პერიოდში გრძნობდით თავს ყველაზე ბედნიერად?"

მცირე ფიქრის შემდეგ მეუფემ უპასუხა: ,, - შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დრო მსახურებიდან განყენების წლებში იყო... მერწმუნეთ, არასდროს ჩემს ცხოვრებაში, ასე ახლოს არ მიგვრძვნია ღმერთი, როგორც მაშინ... თქმა არ უნდა, ძალიან გამიხარდა, როცა მსახურება აღმიდგინეს და ეპარქია ჩამაბარეს, მაგრამ იმ ლოცვას, უფრო ზუსტად კი, იმ სიახლოვეს ქრისტესთან, რომელსაც მე მაშინ, ჩემს ბოსტანში განვიცდიდი, ვერაფერი შეედრება"... მეუფე მცირე ხნით გაჩუმდა და დაამატა: ,, - ძმებო! ნურასოდეს შეგეშინდებათ უფლის სასჯელის! უფალი ხომ, როგორც ღვიძლ შვილებს ისე გვსჯის და არა როგორც ბოროტმოქმედებს"...
არქიმანდრიტი ტიხონის (შევკუნოვი) მოგონებების მიხედვით.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.03.2017
ერთხელ ჩვენი დროის ცნობილ ათონელ ბერს, წმ. პაისის ჰკითხეს:
– ხშირად მოდიან ადამიანები და მორწმუნეებს გვეუბნებიან:
15.03.2017
უწმინდესი და უნეტარესი ილია II:
გაუფრთხილდით ერთმანეთს,
09.03.2017
მამათა სწავლების მიხედვით:
მარხვა არის დრო, რომელიც საშუალებას გვაძლევს საუკეთესო შედეგებს მივაღწიოთ სულიერ ცხოვრებაში.
06.03.2017
წმ.იოანე ოქროპირი:
მღვდლებიც ცოდვილნი არიან და აი, რატომ: თავად მოძღვარნი და მასწავლებელნი რომ არ სცოდავდნენ და არ იკარებდნენ ყოფით ვნებებს, სხვათა მიმართ არაადამიანურნი და მკაცრნი იქნებოდნენ.
26.02.2017
დეკანოზი ანდრია კემულარია:
სულ რამდენიმე საათში დიდი მარხვა დაიწყება. ყოველთვის განსაკუთრებულია მისი მოლოდინი.
10.12.2016
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი (იღუმენი) არქიმანდრიტი ეფრემი მიიჩნევს, რომ სულიერი გამოცდილება ინტერნეტის საშუალებით უნდა გავავრცელოთ.
08.12.2016
მამა იერონიმე ეგინელი:
შეცდომაა, როცა ღმერთი ხდება არა მიზანი, არამედ საშუალება ცხოვრებისა. სამწუხაროდ ადამიანთა უმრავლესობას ქრისტე არ სჭირდება.
12.09.2016
დღეს დიდი მცდელობაა, სარწმუნოება გაანადგურონ იმისთვის, რომ რწმენის შენობა ჩამოიქცეს, კედლებიდან პატარ-პატარა ქვებს აცლიან.
25.04.2016
წმიდა თეოდორე სტუდიელი

ძმანო და მამანო! დღევანდელი დღე წმიდა და თაყვანსაცემელია, რადგან სწორედ ამ დროიდან იწყებს უფალი, ჩვენი ცოდვების გამო, ჯვარზე ვნებას.
23.04.2016
წმინდა მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს:
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
უფალი ადამიანს გამოარჩევს ხოლმე ღვთისთვის სათნო საქმეების აღსასრულებლად და თითოეულ მათგანს შთაბერავს სულიწმინდის მადლს. მოციქულებმა უფლის შეწევნით მრავალი სასწაული განუცხადეს კაცობრიობას. მათმა მოციქულებრივმა საქმიანობამ კი მრავალი მოაქცია მართალი სარწმუნოებისკენ.
საიტის პარტნიორები