მღვდლებიც ცოდვილნი არიან და აი, რატომ...
მღვდლებიც ცოდვილნი არიან და აი, რატომ...
წმ.იოანე ოქროპირი:
მღვდლებიც ცოდვილნი არიან და აი, რატომ: თავად მოძღვარნი და მასწავლებელნი რომ არ სცოდავდნენ და არ იკარებდნენ ყოფით ვნებებს, სხვათა მიმართ არაადამიანურნი და მკაცრნი იქნებოდნენ. ამიტომაც მოაწყო ღმერთმა ისე, რომ მათზედაც ვნებები მოქმედებდეს, რათა სხვებს მიუტევონ ის შეცოდებანი, რაც თავადვე სტანჯავთ. ღმერთმა ძველთაგან დღევანდლამდე მოაწყო ისე, რომ მათზე, ვისთვისაც კეთილი ინება ეკლესიისა და ერის ჩაბარება, დაუშვა ცოდვით დაცემა, რათა ამ უკანასკნელთ სხვათა მიმართ გამოეჩინათ კაცთმოყვარება. მათ რომ არ ჩაედინათ ცოდვა, სრულიად შეუწყნარებელნი იქნებოდნენ ცოდვილთა მიმართ, გახდებოდნენ ულმობელნი და ყველას განკვეთდნენ ეკლესიიდან. ჩვენ, მღვდლები - ტახტზე მსხდომნი და დამმოძღვრავნი ცოდვილნი ვართ. იმიტომ არ ჩაჰბარდა მღვდლობა ანგელოზებსა და მთავარანგელოზებს, რომ უცოდველნი არიან და მოსალოდნელია, თავიანთი პირუთვნელობის გამო ელვით განგმირონ ცოდვილი ერისკაცები. მღვდლობა და მისი ტახტი უფალმა ანდო კაცს, კაცისგან შობილს, თავადაც ცოდვილსა და ვნებების ზემოქმედების ქვეშ მყოფს, რათა იგი, საკუთარ შეცოდებათა გამო, სხვა ცოდვილის მიმართ კაცთმოყვარე იყოს. ჭეშმარიტად, მღვდელი რომ ანგელოზი ყოფილიყო, ის რომელიმე მემრუშეს დანახვის უმალ სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდა, რაკი მისთვის ასეთი ვნება უცხო იქნებოდა. ანგელოზსაც რომ მიეღო მღვდლობის უფლება, თავად უცოდველი შემცოდებელს არ დამოძღვრავდა, არამედ რისხვით ანთებული მყისვე გამოუტანდა სასიკვდილო განაჩენს.

ბეჭდვა
1კ1