მღვდლებიც ცოდვილნი არიან და აი, რატომ...
მღვდლებიც ცოდვილნი არიან და აი, რატომ...
წმ.იოანე ოქროპირი:
მღვდლებიც ცოდვილნი არიან და აი, რატომ: თავად მოძღვარნი და მასწავლებელნი რომ არ სცოდავდნენ და არ იკარებდნენ ყოფით ვნებებს, სხვათა მიმართ არაადამიანურნი და მკაცრნი იქნებოდნენ. ამიტომაც მოაწყო ღმერთმა ისე, რომ მათზედაც ვნებები მოქმედებდეს, რათა სხვებს მიუტევონ ის შეცოდებანი, რაც თავადვე სტანჯავთ. ღმერთმა ძველთაგან დღევანდლამდე მოაწყო ისე, რომ მათზე, ვისთვისაც კეთილი ინება ეკლესიისა და ერის ჩაბარება, დაუშვა ცოდვით დაცემა, რათა ამ უკანასკნელთ სხვათა მიმართ გამოეჩინათ კაცთმოყვარება. მათ რომ არ ჩაედინათ ცოდვა, სრულიად შეუწყნარებელნი იქნებოდნენ ცოდვილთა მიმართ, გახდებოდნენ ულმობელნი და ყველას განკვეთდნენ ეკლესიიდან. ჩვენ, მღვდლები - ტახტზე მსხდომნი და დამმოძღვრავნი ცოდვილნი ვართ. იმიტომ არ ჩაჰბარდა მღვდლობა ანგელოზებსა და მთავარანგელოზებს, რომ უცოდველნი არიან და მოსალოდნელია, თავიანთი პირუთვნელობის გამო ელვით განგმირონ ცოდვილი ერისკაცები. მღვდლობა და მისი ტახტი უფალმა ანდო კაცს, კაცისგან შობილს, თავადაც ცოდვილსა და ვნებების ზემოქმედების ქვეშ მყოფს, რათა იგი, საკუთარ შეცოდებათა გამო, სხვა ცოდვილის მიმართ კაცთმოყვარე იყოს. ჭეშმარიტად, მღვდელი რომ ანგელოზი ყოფილიყო, ის რომელიმე მემრუშეს დანახვის უმალ სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდა, რაკი მისთვის ასეთი ვნება უცხო იქნებოდა. ანგელოზსაც რომ მიეღო მღვდლობის უფლება, თავად უცოდველი შემცოდებელს არ დამოძღვრავდა, არამედ რისხვით ანთებული მყისვე გამოუტანდა სასიკვდილო განაჩენს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.07.2017
წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი

საკუთარი თავის უნდობლობა, საყვარელო ძმაო, ისეთი აუცილებელია ჩევნს ბრძოლაში, რომ მის გარეშე, მერწმუნე, არათუ სასურველ გამარჯვებას მოიპოვებ, მტრის ყველაზე უმნიშვნელო თავდასხმასაც ვერ გაუძლებ.
14.07.2017
ღირსი ანტონ ოპტელი:
რა წყენაც არ უნდა შეგემთხვეს, რა უსიამოვნებაც არ უნდა დაგატყდეს თავს, თქვი: "ამას იესო ქრისტესთვის დავითმენ!" მხოლოდ თქვი ეს
14.07.2017
მიტროპოლიტი ფილარეტი:
ზოგიერთები ცდილობენ არა გამოსწორებას, არამედ თავიანთი მოურიდებელი ცხოვრების გამართლებას,
22.06.2017
წმ. იოანე ოქროპირი:
"მე ვხედავ, რომ დღეს ბევრი, ნათლობის შემდეგ, მოუნათლავებზე უმეტესი დაუდევრობით ცხოვრობს და ქრისტიანული ცხოვრების არანაირ ნიშანსაც კი არ ავლენს.
15.03.2017
ერთხელ ჩვენი დროის ცნობილ ათონელ ბერს, წმ. პაისის ჰკითხეს:
– ხშირად მოდიან ადამიანები და მორწმუნეებს გვეუბნებიან:
15.03.2017
უწმინდესი და უნეტარესი ილია II:
გაუფრთხილდით ერთმანეთს,
09.03.2017
მამათა სწავლების მიხედვით:
მარხვა არის დრო, რომელიც საშუალებას გვაძლევს საუკეთესო შედეგებს მივაღწიოთ სულიერ ცხოვრებაში.
07.03.2017
დეკანოზი სერაფიმე დანელია ასეთ პოსტს აქვეყნებს:

,,საკმაოდ ფიცხი ხასიათის მქონე არქიმანდრიტი გაბრიელი, მონასტრის წინამძღვრობიდან ეპისკოპოსად იქნა გამორჩეული.
26.02.2017
დეკანოზი ანდრია კემულარია:
სულ რამდენიმე საათში დიდი მარხვა დაიწყება. ყოველთვის განსაკუთრებულია მისი მოლოდინი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილიც თავის ეპისტოლეში აღნიშნავს, რომ ვინც აღდგება საეკლესიო ხელისუფლებაზე და მოშლის მრევლში მშვიდობას და წესრიგს, იგი კონკრეტულ ეპისკოპოსებს კი არ შეურაცხყოფს, არამედ მათ ზეციურ თავს - იესო ქრისტეს.
საიტის პარტნიორები