როგორც შენ ექცევი მშობლებს, ისევე მოგექცევიან შვილები
როგორც შენ ექცევი მშობლებს, ისევე მოგექცევიან შვილები
თუ დავფიქრდებით, რა გააკეთეს ჩვენთვის მშობლებმა, თავზარდაცემულნი დავრჩებით ჩვენი ვალის განუსაზღვრელობით.

***
ჭრილობებს ღვინით ბანენ და ზეთით მკურნალობენ. ასევეა აღზრდის დროსაც: შემწყნარებლობა სიმკაცრესთან უნდა იყოს შეერთებული.
წმინდა ამბროსი მედიოლანელი

გაიხსენე, რამდენი რამ გადაიტანეს მშობლებმა შენს გამო, ვიდრე გაიზრდებოდი - როგორ ფრთხილად გატარებდა დედა მკერდქვეშ, როგორი მტანჯველი ტკივილით გშობა, როგორ გაბანავებდა, ძუძუს გაწოვებდა, გაცმევდა, ღამეებს თეთრად გითევდა, რა დაუღალავად შრომობდა მამაშენი შენს სარჩენად! გიხაროდეს, თუ მოგეცა შესაძლებლობა, სანაცვლო მიაგო მშობლებს იმისთვის, რაც შენთვის გააკეთეს.

***
თუ, მოციქულთა სწავლებისამებრ, ცოლს უნდა ეშინოდეს ქმრისა (ეფ. 5,33), მაშინ, რასაკვირველია, უფრო მეტად უნდა ეშინოდეთ შვილებს საკუთარი მშობლებისა.

***
მშობლების მორჩილება არა მხოლოდ მოვალეობაა, არამედ სასარგებლოცაა. მათი მეშვეობით გვებოძა სიცოცხლე და მათი მორჩილებით შეგვიძლია მისი გახანგრძლივება, რადგან მშობლების მორჩილება აღთქმის პირველი მცნებაა (ეფ. 6,2).

***
შვილებო, გაუფრთხილდით მშობლების კურთხევას ათასგზის უფრო მეტად, ვიდრე სხვა მემკვიდრეობას.

***
საკუთარი შვილების ქება ამპარტავნებას ნიშნავს, საკუთარი დედ-მამის ძაგება - საკუთარი თავის ძაგებას.

***
როგორც შენ ექცევი მშობლებს, ისევე მოგექცევიან შვილები.

***
ღმერთი მშობლების უმადურ შვილებს ხშირად საკუთარი შვილების უმადურობით სჯის.

***
ისე მოექეცით მშობლებს, როგორც ისურვებდით, რომ თქვენი შვილები მოგექცნენ.

***
როდესაც დედა შვილს შობს, ჯერ სამყაროს ადამიანს ჩუქნის, შემდეგ კი ზეცას ანგელოზი უნდა მისცეს.

***
ბავშვის ზნეობრივი მდგომარეობა თითქმის მთელი მისი ცხოვრების მანძილზე უმეტესწილად დამოკიდებულია დედის ზნეობრივ გავლენაზე. "მოგვეცით საუკეთესო დედები, - ითქვა ერთხელ, - და საუკეთესო შვილები გვეყოლება".

***
მშობლები არა მხოლოდ საკუთარი, არამედ თავიანთი შვილების ცოდვებისთვისაც დაისჯებიან, თუ მათ ღვთისმოშიშებით არ აღზრდიან.

***
საქციელითა და ცხოვრებით სწავლება ყველაზე უკეთესია.
წმინდა იოანე ოქროპირი

შენს ვაჟიშვილს სიმდიდრეს კი არა, საკუთარ თავზე კეთილი ხსოვნა დაუტოვე; არა ოქრო, არამედ პატიოსანი სახელი; არა ვერცხლი, არამედ მეცნიერება, არა მდიდრული სახლი, არამედ მოთმინების უნარი; არა ცნობილი, არამედ კეთილი მეგობრები.

***
ვინც ბავშვებს ეკლესიის გარეშე გაზრდის, იგი მათ ღმერთისა და ყოველგვარი ბედნიერების გარეშე ტოვებს.

***
თუ შენი შვილები ცუდად ცხოვრობენ, ამან არანაკლები მწუხარება უნდა მოგიტანოს, ვიდრე მათი სიკვდილი მოგიტანდა.

***
ღვთივსათნო შვილები საუკეთესო ნუგეშია კეთილმორწმუნე მშობლებისათვის, საუკეთესო სამკაულია ცოცხალი მშობლებისთვის და საუკეთესო ძეგლი - გარდაცვლილი მშობლებისთვის.

***
ბედნიერია ის მამა, რომელიც შვილს საკუთარ თავზე უფრო მომწიფებულსა და სათნოებით აღსავსეს ხედავს.

***
ის კი არ არის გონიერი, ვისაც დასჯა შეუძლია, არამედ იგი, ვისაც დანაშაულებრივი საქციელისგან დაცვა ძალუძს.

***
აღზრდისას არც ზედმეტი სირბილეა საჭირო, არც სიმკაცრე, - მხოლოდ გონიერება.

***
შვილები, რომლებიც მშობლებს აღზრდის დროს ავიწყდებოდათ, თავის მხრივ, ივიწყებენ მშობლებს, როცა გაიზრდებიან.

***
თუ შვილების შობა შეძელი, მათი კარგად აღზრდაც უნდა შეძლო, რათა ღირსეულად ატარო მამის სახელი.
წმინდა ტიხონ ზადონელი

მშობლებო, ნუ განარისხებთ შვილთა თქვენთა (ეფეს. 6,4), არამედ გიყვარდეთ: სიყვარულის ხმას გული ყოველთვის ეხმიანება.

***
როგორ გეყოლებათ წესიერი შვილები, თუ თვითონ უწესო ცხოვრებას ეწევით?
წმინდა ბასილი დიდი
ბეჭდვა
1კ1