თუ ადამიანებს გამოუდით, რომ რაიმე უშრომელად მოიპოვონ და თბილად მოეწყონ, ამას მიღწევად თვლიან
თუ ადამიანებს გამოუდით, რომ რაიმე უშრომელად მოიპოვონ და თბილად მოეწყონ, ამას მიღწევად თვლიან
დღეს ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის იმ სიხარულის გემო, რომელიც მსხვერპლშეწირვას მოაქვს. ადამიანებს შრომა არ უყვართ. მათ ცხოვრებაში გაჩნდა სიზარმაცე, თბილად მოწყობის სურვილი, მეტი დასვენება. დაკნინდა ღვთისმოსაობა, მსხვერპლშეწირვის სული. თუ ადამიანებს გამოუდით, რომ რაიმე უშრომელად მოიპოვონ და თბილად მოეწყონ, ამას მიღწევად თვლიან. ისინი განაწყენდებიან ხოლმე, თუ ადვილი ცხოვრების მოწყობა ვერ მოახერხეს. მაგრამ ყოველივე ამას რომ სულიერად უცქერდნენ, სწორედ ეს გაახარებდათ, რადგან ამ შემთხვევაში მოღვაწეობის კარგი შესაძლებლობა ექმნებათ.

დღეს ყველა - მოხუციცა და ახალგაზრდაც - ადვილ ცხოვრებას დაეძებს. სულიერი ადამიანები ისწრაფიან, რომ მცირეოდენი შრომით გაბრწყინდნენ, ერის ადამიანები კი ცდილობენ, რაც შეიძლება, დიდი ფული იშოვონ უშრომელად. ახალგაზრდები გამოცდების ჩასაბარებლად არ ემზადებიან და კაფეებიდან გამოუსვლელად იღებენ დიპლომებს. და იმის შესაძლებლობა რომ იყოს, კაფედან დარეკონ უნივერსიტეტში და ისე შეიტყონ გამოცდების შედეგები, ძალიან ბედნიერად იგრძნობდნენ თავს. დიახ, დიახ, უკვე აქამდეც მივიდნენ! ბევრი ყმაწვილი მოდის ჩემთან, სენაკში და მეუბნება: "ილოცე, რომ უნივერსიტეტში მოვეწყო!" გამოცდებისთვის არ ემზადებიან და ამასთან ამბობენ: "ღმერთი დამეხმარება!". მე ვპასუხობ "მოემზადე და ღმერთს დახმარება ლოცვით შესთხოვე". "რატომ, - უკვირთ, - განა ღმერთს არ შეუძლია მოუმზადებლად დამეხმაროს?" მერე რა გამოვა, ღმერთი შენს სიზარმაცეს აკურთხებს? ღმერთი იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ ყმაწვილი ცდილობს, კითხულობს, მაგრამ წაკითხულის დამახსოვრებას ვერ ახერხებს. ზოგიერთს იმის დამახსოვრება და გაგება არ შეუძლია, რაც წაიკითხა, მაგრამ მაინც შრომობს. ასეთ მშრომელებს ღმერთი შეეწევა, რომ ბევრისმცოდნენი გახდნენ.

საბედნიეროდ, გამონაკლისებიც არსებობს. ერთმა ყმაწვილმა ქროკედონის უნივერსიტეტში სამ ფაკულტეტზე ჩააბარა გამოცდები ერთდროულად და ყველგან მოეწყო! თანაც ერთ ფაკულტეტზე მისი გამოცდების შედეგები საუკეთესო იყო, ხოლო სხვაგან მეორე ადგილი მიიღო. მაგრამ მიუხედავად ამისა, არჩია სამუშაოდ წასულიყო, რათა შეშველებოდა მამას, რომელიც ოჯახის სარჩენად მაღაროში მუშაობდა. ამიტომ მან სწავლა აღარ დაიწყო, არამედ სამუშაოზე მოეწყო და ფული სახლში მიჰქონდა. ეს ადამიანი სულზე მალამოსავით დამედო. ასეთი ახალგაზრდებისთვის მე მზად ვარ, მოვკვდე და მიწად ვიქცე. თუმცა ახალგაზრდების უმრავლესობა ამა სოფლის გავლენის ქვეშაა მოქცეული და ამან გარყვნა და დაავადა ისინი. მათ ისწავლეს, რომ მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებდეთ, მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრონ. მოყვასზე ისინი წუთითაც კი არ დაფიქრებულან. და რაც არ უნდა ბევრს ეხმარებოდე მათ, მით მეტად ზარმაცდებიან.

ვხედავ, რა მდგომარეობაშია დღევანდელი ახალგაზრდობა. ერთს ისინი განიკითხავენ, მეორეს წესებს უდგენენ, მესამე ყელში ამოუვიდათ. მაგრამ ადამიანის გული ხომ არ იღლება და არ ბერდება არასდროს. ისინი კი... ბერობა მათთვის ძნელია, დაქორწინება - საშინელი. ჯანმრთელი ყმაწვილები მოდიან წმიდა მთაზე, უკან მიდიან და კვლავ ბრუნდებიან. "ბერობაც ხომ ძალიან ძნელია, - ამბობენ ისინი. - ყოველ ღამე გაუთენებელზე ადექი, თანაც ერთი და ორი დღე კი არა, - მთელი ცხოვრება". ერში ბრუნდებიან, მაგრამ ისიც არ მოსწონთ. "რა უნდა ვაკეთო ამ საზოგადოებაში, როგორ ადამიანს უნდა დავუკავშირო ჩემი ბედი, თუ დავქორწინდები? მარტო ხლაფორთი და მოუსვენრობაა". - ამბობენ ისინი, როდესაც კვლავ წმ. მთაზე დაბრუნდებიან, მაგრამ აქაც ცოტა ხანს იცხოვრებენ და ისევ იმას გაიძახიან: "მძიმეა".

ამჟამინდელი ახალგაზრდები ახალ მანქანებს გვანან, რომელთა ძრავებში სიცივემ ზეთი გაყინა. იმისათვის, რომ ეს მანქანები ამუშავდეს, ზეთი უნდა გაცხელდეს - სხვაგვარად არაფერი გამოვა. საბრალო ყმაწვილები - ისინი ჩემთან სენაკში მოდიან - ერთი და ორი კი არა, - უამრავი მათგანი და მეკითხებიან: "როგორ მოვიქცე, მამაო! რაში დავხარჯო ეს დრო? მოწყენილობა მაწუხებს". "ჩემო ძმაო, წადი, რაიმე სამუშაო მონახე". - ვეუბნები, პასუხად კი მესმისა "საქმე ამაში არ არის. ფული მაქვს და სამუშაო რისთვის მჭირდება?". მე კვლავ ვუხსნი "მაგრამ პავლე მოციქული წერს "უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუცა ჭამნ" (2 თეს. 3,10) [2]. თუნდაც ფულის პრობლემა არ გქონდეს, მაინც უნდა იშრომო, სამუშაო ადამიანს თავისი ძრავის გახურებაში ეხმარება. სამუშაო - ეს შემოქმედებაა. ის ადამიანს სიხარულს ანიჭებს და ავიწყებს სულიერ სიმძიმეს, ნაღველს. აი ასე, მაძღარო მეგობარო! მოძებნე სამუშაო, რომელიც ოდნავ მაინც მოგეწონება და შრომა დაიწყე. სინჯე და ნახავ, როგორ შეიცვლება ყველაფერი!"

ზოგიერთი ახალგაზრდა იღლება, მაგრამ დაღლილობა მათ ძალებს აღადგენს. მოდიან ჩემთან, სენაკში ახალგაზრდა ყმაწვილები, სხედან ეზოში და ჯდომისაგან იღლებიან, სხვები კი პატივისცემით მეკითხებიან - "რა გავაკეთოთ, რა მოვიტანოთ შენთვის?" მე არასოდეს არ ვთხოვ დახმარებას რაიმე საქმეში. საღამოს, სტუმრების წასვლის შემდეგ ფარანს ვანთებ და ყველაფერს თვითონ ვაკეთებ: მომაქვს შეშა, ზამთარში ორ ღუმელს ვანთებ, ვაწესრიგებ სახლსა და ეზოს. ბევრი მომსვლელი აქაურობას უწესრიგოდ ტოვებს - ანაგვიანებენ, ეზოში ჭუჭყიან წინდებს ყრიან. ხალხი თხელ წინდებს მიგზავნის, მე მათ მომსვლელებს ვჩუქნი. ისინი კი იცვლიან და საკუთარ ჭუჭყიან წინდებს, სადაც მოხვდებათ, იქ ყრიან. მე ხელსაწმენდებსაც კი ვაძლევ, რომ იმაში შეახვიონ და წაიღონ, მაგრამ მაინც ურჩევნიათ, რომ აქვე დაყარონ.

სამჯერ ვთხოვე ადამიანებს რაღაც სამსახურის გაწევა - ცხოვრებაში. ერთ ახალგაზრდას ერთხელ ვუთხარი: "ორი კოლოფი ასანთის მოტანა მინდა კარიესის მაღაზიიდან" [3]. მაშინ ოთხი სანთებელა მქონდა, მაგრამ მას ეს იმიტომ ვუთხარი, რომ გამეხარებინა. ის გახარებული გაიქცა, სულს ძლივს ითქვამდა, მომიტანა ის ასანთები და დაღლილობამ აღუდგინა ძალა, რადგან ის სიხარული იგემა, რომელიც მსხვერპლის გაღებას ახლავს თან. მეორე კი ამ დროს ერთ ადგილს იჯდა და ჯდომისაგან დაიღალა. ხალხს სიხარულის შეგრძნება სურს, მაგრამ სიხარულის გრძნობა რომ გეწვიოს, ამისთვის საკუთარი თავი უნდა გაიღო მსხვერპლად. სიხარულს მსხვერპლი ბადებს. ნამდვილი სიხარული ღვთისმოსაობიდან მოდის. და თუ ღვთისმოსაობა მოიპოვა, მაშინ ადამიანი დღესასწაულობს, ზეიმობს. ეგოიზმი, თავისმოყვარეობა - ეს ადამიანის მტანჯველი თვისებებია, იგი სწორედ აქ "იჭედება".

ერთხელ, მოხდა, რომ ათონზე ორი ახალგაზრდა ოფიცერი მოვიდა. მათ მითხრეს: "ჩვენ ბერობა გვსურს". "და რატომ გსურთ ბერობა? - ვკითხე. - ან რამდენი ხანია, რაც ეს სურვილი გაგიჩნდათ?" - "აი, ახლახანს გაგვიჩნდა სურვილი, წმიდა მთაზე ექსკურსიაზე მოვედით და ვფიქრობთ, რომ აქ სამუდამოდ დავრჩეთ. იქ ერში, ვინ იცის, შეიძლება, ისევ ომი დაიწყოს". - "თქვენ სირცხვილი არა გაქვთ. - მივუგე მე. - იქნებ ისევ ომი დაიწყოს! - როგორ შეძლებთ, რომ არმიიდან წამოხვიდეთ?" - "რამეს მოვიმიზეზებთ". რა უნდა მოიმიზეზონ? ან სულით ავადმყოფებად მოაჩვენებენ თავს, ან რაიმეს - ამის მსგავსს მოიფიქრებენ. მათ ვუთხარი: "თუ თქვენ ბერად ასეთი მიზეზების გამო მიდიხართ, მაშინ ჩათვალეთ, რომ უკვე წარუმატებლად იწყებთ". სხვებს ხელს არაფერი უშლით, რომ დაქორწინდნენ, ოჯახი შექმნან, მაგრამ ისინიც მოდიან ჩემთან და მეუბნებიან: - "რატომ უნდა შევქმნა ოჯახი? განა დაქორწინება და ბავშვების რჩენა ადვილია ამ რთულ დროში?!" მე ვეუბნები - "კარგი, მაგრამ განა დევნის დროს ცხოვრება შეჩერდა, განა არ მუშაობდნენ და არ ქორწინდებოდნენ? იქნებ უბრალოდ ოჯახის შექმნა გეზარება?!" - "მე ბერობა მინდა!" - მესმის პასუხად. - "მაგრამ მიზეზი ხომ შენი სიზარმაცეა, განა შეიძლება, შენგან კარგი ბერი დადგეს?" გასაგებია?! თუ გოგონას მონაზვნობა სურს და ასევე ფიქრობს "რისთვის დავრჩე ერში, გავთხოვდე, შვილები გავაჩინო? ხათაბალა და შფოთია. ჯობს, მონასტერში წავალ. რასაც მეტყვიან, გავაკეთებ, არავითარი პასუხისმგებლობა... როდესაც ლანძღვას დამიწყებენ, თავს დაბლა დავხრი. აბა, მიდი და სცადე, ერში შენი საკუთარი ოჯახი შექმნა. მონასტერში კი ყველაფერი, რაც აუცილებელია, მექნება - ტანსაცმელი, ცალკე სენაკი, საჭმელი და ასე შემდეგ". ამგვარად, თუ ქალიშვილი ასე ფიქრობს, მან უნდა იცოდეს, რომ წარუმატებლობისთვისაა განწირული.

ეს უცნაურად გეჩვენებათ? ნუ გაგიკვირდებათ, ასეთი ადამიანები ნამდვილად არიან. იცით, რომ მონდომებული ადამიანი ყველგან წარმატებულია. მონდომებული მეოჯახე მონაზვნობაშიც წარმატებას მიაღწევდა, ხოლო წარმატებული ბერი - ერული გზა რომ აერჩია და დაოჯახებულიყო - კვლავ წარმატებული იქნებოდა.

ერთი ახალგაზრდა მონასტერში მორჩილად მოვიდა, მაგრამ აღკვეცაზე უარი თქვა. "რატომ იკავებ აღკვეცისაგან თავს, შვილო?" - ვკითხე მე. "იმიტომ, რომ მონაზვნის სკუფია ჯარისკაცის ზუჩს მაგონებს". - მიპასუხა. ერთი მოუსმინე!.. მას არ უნდოდა მონაზვნობა იმიტომ, რომ მონაზვნის სკუფია არ ეტარებინა, ზუჩს აგონებდა თურმე! კი მაგრამ, ეს ზუჩი თუ დაუხურავს სადმე და ოდესმე? თუ დაუხურავს, მხოლოდ რამოდენიმეჯერ არმიაში - მეცადინეობის დროს - და ესეც საკითხავია! ან ომის სუნი სად უნდა ეყნოსა? წარმოგიდგენიათ? ზუჩს მიამსგავსა გესმით, რა ხდება? აბა, მონაზვნობაში რაღა დარჩენია? მითხარით ერთი, როგორი ბერი დადგება ადამიანისგან, რომელიც მონაზვნურ გზას ამგვარად იწყებს?
ბოლოს და ბოლოს ეს საცოდავი სადღაც აღკვეცეს ბერად, მაგრამ სკუფიას მაინც არ ატარებდა.

სხვა დროს ჩემთან სენაკში ორი ახალგაზრდა კაცი მოვიდა. ორივეს თმა ლამის ქამრამდე სწვდებოდა. ძალიან მინდოდა გამეკრიჭა მათი ფაფარი, მაგრამ არ მიმიშვეს. სადღაც მეჩქარებოდა და გრძელი საუბრის გაბმა ვერ შევძელი - მხოლოდ გავუმასპინძლდი. ეზოში კატა დასეირნობდა. ერთმა ამ გრძელთმიანმა დაინახა კატა და მკითხა "შეიძლება ავიყვანო?" აიყვანე-მეთქი, ვუთხარი. კატა წაიყვანა და წავიდნენ ივერიის მონასტერში - ერთი საათის სავალზე წვიმა წამოვიდა, მაგრამ იგი კატასთან ჩახუტებული მივიდა მონასტერში. არქონდარიკში ავიდა და ღამის გასათევი ითხოვა. "კატის შემოკვანა არ შეიძლება". - უპასუხეს იქ. და იგი მთელი ღამის განმავლობაში, წვიმაში, კატასთან ერთად დარჩა! არმიაში სულ ერთი ღამით ყარაულში რომ გაეგზავნათ, იტყოდაა "არა, არ შემიძლია!" არადა, მთელი ღამე იჯდა ქუჩაში - კატით. აი, ბატონო, რა ხდება.

ერთი არმიაში გაიწვიეს, ის კი გამოიქცა და წმიდა მთაზე მოვიდა. სენაკში მესტუმრა და მეუბნება: "მინდა, რომ ბერი გავხდე". ვეუბნები: "წადი, დაბრუნდი და შენი ვადა მოიხადე". მაგრამ მპასუხობს: "არმია... შენ ეს მშობლიური სახლი ხომ არ გგონია?" "დიდი მადლობა, ძალიან დამავალე, რომ ეს შემატყობინე! აი, თურმე როგორი ყოფილა. ადრე ამას ვერ ვხვდებოდი. ახლა კი სხვებსაც ვეტყვი!" ჭაბუკის ახლობლები კი ამ ხნის განმავლობაში დაეძებდნენ მას. რამდენიმე დღის შემდეგ იგი კვლავ მოვიდა ჩემთან, სენაკში. თომას კვირა იყო, ადრიანი დილა. "შენ მჭირდები". - მეუბნება "აბა, რა გსურს? - ვეკითხები. - ლიტურგიაზე სად იყავი". "არსად". - მპასუხობს. "დღეს თომას კვირაა, მონასტრებში ღამისთევა სრულდებოდა და შენ არსად არ დასწრებიხარ? და ბერობა გსურს" სად დაეხეტებოდი?" "მე სასტუმროში გავათენე, იქ სიმშვიდე და სიწყნარეა, მონასტერში კი მთელ ღამეს ისეთი აურზაურია". "ახლა რას აპირებ?" - კვლავ ვკითხე. "მე სინაზე მინდა წასვლა იმიტომ, რომ მკაცრი, ასკეტური ცხოვრებისაკენ მაქვს მისწრაფება". "აბა, ცოტა ხანს დამიცადე" - ვეუბნები. სენაკში შევედი, ავიღე სააღდგომო კულიჩი, რომელიც ვიღაცამ მომიტანა, უკან გამოვბრუნდი და ვეუბნები "აჰა, დაიჭი! ეს კულიჩი ძალიან რბილია, სწორედ რომ მკაცრი და ასკეტური ცხოვრებისთვის გამოდგება, შენ რომ ასე ესწრაფი. აიღე და წადი". აი, ასეთია ახლანდელი ახალგაზრდობა. თვითონაც არ იციან, რა უნდათ. ოდნავი შევიწროების ატანაც არ სურთ. ამის შემდეგ როგორღა შეძლებენ ისინი მსხვერპლად შეწირვას?

მახსოვს, რომ არმიაში თუ იმის აუცილებლობა დადგებოდა, რომ ვინმე რაიმე სახიფათო საქმეზე წასულიყო, მხოლოდ ეს ისმოდა "ბატონო მეთაურო, მე წავალ მის მაგიერ! მას ოჯახი ჰყავს და რომ მოკლან, ბავშვები ქუჩაში დარჩებიან!" ჯარისკაცები მეთაურს სთხოვდნენ, რომ სახიფათო დავალების შესასრულებლად სხვის მაგივრად წასულიყვნენ. ისინი ბედნიერები იყვნენ, თუ თვითონ მოკვდებოდნენ და რომელიმე ოჯახის თავი ცოცხალი დარჩებოდა, არ დაობლდებოდნენ მისი შვილები. ახლა? სადმე შეხვდები, რომ ადამიანი ამგვარ მსხვერპლზე მიდიოდეს? თუ შეხვდები - ძალიან იშვიათად. მახსოვს, ერთხელ, როგორღაც უწყლოდ დავრჩით. მეთაურმა რუკაზე მიაგნო ახლომახლო ადგილს, სადაც წყალი იყო, მაგრამ იქ მოწინააღმდეგე იყო. მეთაური გვეუბნება "ახლოს წყალია, მაგრამ სინათლის ანთება არ შეიძლება და გზაც სახიფათოა, ვინ წავა, რომ რამდენიმე მათარა აავსოს?" ჯერ ერთი ჯარისკაცი წამოხტა: "მე წავალ, ბატონო მეთაურო!" მერე მეორე: "მე"! მას მესამე მიჰყვა. ანუ ყველამ გამოთქვა წასვლის სურვილი. ეზოში წყვდიადია, უსინათლოდ მეტად საშიშია, ყინვა კანს გვიჩხვლეტავს. მეთაური დაიბნა კიდეც: "ყველას წასვლა ხომ შეუძლებელია!" იმის თქმა მინდა, რომ საკუთარ თავზე არავინ ფიქრობდა. არც ერთ ჩვენგანს რაიმეს მომიზეზება არ უცდია, მაგალითად - "ბატონო მეთაურო, ფეხი მტკივა", ან "თავი მტკივა", ან "დავიღალე". ჩვენ ყველას გვსურდა წყალზე წასვლა და საფრთხეში რომ ვიგდებდით თავს, ამაზე არ ვფიქრობდით.

ამჟამინდელი სულია - სული ნელთბილობისა. ვაჟკაცობა და მსხვერპლი აქ სრულიად გამორიცხულია. ამჟამინდელი ზადიანი ლოგიკით ადამიანებმა ყველაფერი სხვა სისტემების განზომილებაში გადაიტანეს. და ხედავ, როგორია იგი: ადრე ხალხი არმიაში მოხალისედ მიდიოდა, ახლა კი - სამსახური არ სურთ და წიგნაკებს იღებენ, რომ სულით ავადმყოფები არიან. ყოველ ძალას ხმარობენ, რომ არმიაში არ წავიდნენ. განა ადრე იყო რაიმე ამის მსგავსი? ჩვენთან არმიაში ერთი ლეიტენანტი იყო - სულ 23 წლის. მაგრამ რა საოცარი ვაჟკაცი იყო! ერთხელ მამამისმა, გადამდგარმა ოფიცერმა, დაურეკა და უთხრა, რომ განზრახული ჰქონდა, ვიღაცისთვის ეთხოვა და ეს ყმაწვილი წინა რიგებიდან ზურგში გადაეყვანათ. ოი, როგორ იყვირა ლეიტენანტმა, როდესაც მან ეს უთხრა - "როგორ არ გრცხვენია, მამაჩემო, რომ ამას მეუბნები?! ზურგში ხომ მუქთახორები გადადიან". ამ ადამიანში გულწრფელობა და პატიოსნება იყო და ამასთან - იმდენად განსაკუთრებული, რომ ყოველგვარ საზღვრებს გადადიოდა. - შეტევაზე ის პირველი გარბოდა. მისი მუნდირი ტყვიებით იყო დაცხრილული, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ცოცხალი გადარჩა. როცა გათავისუფლდა, ის მუნდირი სახსოვრად წაიღო.
ბეჭდვაელფოსტა
17.04. 2016
სოფიო
მამა პაისი ათონელი.თანამედროვე წმინდანი,ვურჩევდი ყველას მისი ქადაგებები(წიგნები 6 ნაწილი)წაეკითხა, უბრალო გასგები ენით გადმოცემული და გულის გამათბობელი უდიდესი საღმრთო სიბრძნით სავსე სულიერი დარიგებები, ცხოვრებისეული მაგალითებით და პატერიკებით გაჯერებული,მალამოსავით გედება გულზე,ასე გგონია სწორედ იმ პრობლემებზე და ტკივილზე გესაუბრება რომელიც სწორედ შენ გაწუხებს , ამავე დროს სულიერ წამალსაც და გზასაც გთავაზობს მისგან თავის დასაღწევად. კარგი სულიერი მოძღვარი თანამედროვე ცხოვრების ეკლიან გზაზე.მიყვარს მამა პაისი
10.04. 2016
.
იქნებ მიაწეროთ ხოლმე, ვისი ქადაგებაა
სხვა სიახლეები
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

05.03.2024
"ვინმცა მცნა მე ფრთენი, ვითარცა ტრედისანი, და აღვფრინდე და განვისუენო. ესე რა განვეშორო სივლტოლითა და განვისუენო უდაბნოსა შინა" დავით იტყვის ნდ ფსალმუნსა შინა (ფსალმუნი 54, 6-7).

04.03.2024
"ჴმა ღაღადებისა უდაბნოსა ზედა" ესაია იტყვის წინასწარმეტყველი (ესაია, 40, 3).

რა არს ჴმა ესე?
04.03.2024
ჰოი ღვინის სმა ბოროტი და მემთრვალობა აღსავსე სიბილწითა, რომლისა მიერ დაეცნენ მრავალნი წმიდანი კაცნი და ამის მიერ/ შთაცვიეს საბრჴესა ძნიად განსარინებელსა!

04.03.2024
"მთა ესე რომელ სთნდა ღმერთსა დამკჳდრებად მას ზედა და, რამეთუ უფალმანცა დაიმკჳდროს იგი სრულიად, ეტლნი ღმრთისანი ბევრ წილ არიან
04.03.2024
"იხარის უფალი ქმნულსა ზედა თჳსა" — დავით იტყვის რგ ფსალმუნსა შინა (ფს. 103, 31).

რა არს სიყვარული ესე, ქრისტეანებო, რომე ღმერთი იხარებს ჩვენ ზედა, ქმნილთა მისთა ზედა?
04.03.2024
"დადგა დედოფალი მარჯუენით შენსა სამოსლითა ოქრო-ქსოვილი/თა შემკული და შემოსილი პირად-პირადად" - დავით იტყვის მდ ფსალმუნსა შინა (ფს. 44, 9).

04.03.2024
"მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, ნეტარ არიან, რომელნი დამკვიდრებულ არიან სახლსა შენსა"— დავით იტყვის პგ ფსალმუნსა შინა (ფს. 83, 3-4).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler