ვინც შეგნებულად სცოდავს, არ ესმის, რომ ღალატობს ღმერთს
ვინც შეგნებულად სცოდავს, არ ესმის, რომ ღალატობს ღმერთს
- რატომ სცოდავენ მორწმუნეები? -ამ შეკითხვით მივმართე მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ბენიამინს (ბელქანია):
-ვინც ლოცულობს და იპარავს, ყაჩაღობს, მრუშობს, სხვას ჩაგრავს, ცილს სწამებს ან სხვა რაიმე ბოროტებას სჩადის, არ ესმის, რომ ღმერთი ბოროტებაში არ შეეწევა. ზოგი იმიტომ სცოდავს, რომ ჰგონია, აღსარებაში იტყვის და ეპატიება. მაგრამ ცოდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში გეპატიებათ, როცა გადაწყვეტთ განეშოროთ ცოდვას. ვინც შეგნებულად სცოდავს, არ ესმის რომ ღალატობს ღმერთს. ცოდვა კედელია ჩვენსა და ღმერთს შორის.

ბეჭდვა
1კ1