"მუდამ შუალედური გზა გეჭიროთ: უკიდურესობანი არსად და არაფერში არ არის შექებული"
"მუდამ შუალედური გზა გეჭიროთ: უკიდურესობანი არსად და არაფერში არ არის შექებული"
წმინდა მამათა გამონათქვამები
"ცალმხრივობამ, თავისი არსით მწვალებლურმა, ეკლესიას დიდი ზარალი მოუტანა. ამ რამდენიმე წლის წინ ხმას ვერ ამოიღებდი მონაზვნებზე, მაგრამ ქადაგებაზე, კატეხიზაციაზე, საუბრების ციკლსა და მისთანანზე თავისუფლად საუბრობდნენ. დღეს კი "ძმობას" ისე ვერ ახსენებ, რომ ღვთისმსახურთა მოძულეებმა არ გაგკიცხონ. რაც ეკლესიის წიაღში ღვთის სადიდებლად ხდება, მისაღებია. ზოგს სურს წარმოთქვას მამხილებელი ქადაგებანი, ზოგს გალობის ნიჭი აქვს, ზოგს სურს სენაკში განმარტოვდეს, ზოგს - მღვიმეში, ზოგს სურს ცოლიანი ან უცოლო მღვდელი იყოს, დაბოლოს, რელიგიური წიგნები წეროს. ყოველივე ეს მისაღებია, თუ რომელიმე მათგანის აბსოლუტიზაციას არ ვეწევით და რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ღვთის სადიდებლად".
ბერი ეპიფანე

"ნუ აიძულებთ ეგოისტურად თავს იმას, რაც თქვენს ძალებს აღემატება და ნუ იშფოთებთ სულს. ქრისტე მოსიყვარულე მამაა და არა ტირანი. ჩვენი მოშურნე მოღვაწეობით ხარობს ქრისტე".

***
"ადამიანური კეთილმოწყობა ყოველგვარ საზღვრებს გასცდა და იქცა მოუწყობლობად. მომრავლდა მანქანები, იმრავლა საზრუნავმაც და ადამიანებიც მანქანებად აქცია. ახლა მანქანები და რკინა მბრძანებლობს ადამიანებზე და ამის გამო მათი გულები რკინის გახდა".
ბერი პაისი მთაწმინდელი

"ზოგიერთ ავადმყოფს ექიმები მეტი დოზით უნიშნავენ წამალს: მაგალითად, დალიეთ, რაც შეიძლება, მეტი წყალი!

რწმენა ყველაზე სასარგებლო წამალია ჩვენი სულისთვის, თუკი მას მეტი დოზით მივიღებთ. მეტი რწმენა გვქონდეს!"

***
"მოვალეობის მორალი - მსახურისა და მონის მორალია, სიყვარულის მორალი ადამიანის მორალია. სიტყვა "მოვალეობა" სიყვარულისთვის შეურაცხმყოფელია; სიყვარული არაფერში ვალდებული არ არის. სიყვარული ყველაფერს გაიღებს. მოვალეობის არცოდნა სიყვარულის ერთადერთი უცოდინარობაა. სიყვარული სჩუქნის, მოვალეობა კი ავალდებულებს.

სიყვარული თავისი არსით მთელი სამყაროს სწავლებაა, ამიტომ გვეჩვენება, რომ იგი უგუნური და განუსჯელია. მოვალეობა, თავისი არსით, მოვლენებითა და საგნებით შემოსაზღვრულია, ამიტომ გვეჩვენება, რომ იგი გონივრულია.

სიყვარულის საქმეები დროის საზღვარს სცილდება, ამიტომ გვეჩვენება, რომ იგი პასიურია. მოვალეობის საქმეები შემოსაზღვრულია მოვლენებითა და სიტუაციებით, ამიტომ გვეჩვენება, რომ იგი შემოქმედებითია.

სიყვარული კეთილისა და ბოროტის გარჩევაზე მაღლა დგას. მოვალეობა დაუცხრომელი გამორჩევაა სიკეთისა და ბოროტებისა.

ღრუბლებიდან ჩამოუღვრელი წვიმა ჯერ კიდევ არაა სუფთა და ჭუჭყიან წყლებად დაყოფილი. მხოლოდ მდინარესა და ნაკადულში ჩადენილი წვეთები გადაიქცევიან სუფთა და ჭუჭყიან წყლებად. ასევეა სიყვარულიც, დაცემის შემდეგ ყველაფერს სიკეთედ და ბოროტებად ყოფს და ყველაფერს მოვალეობის საზომით აფასებს.

ცოდვა სიყვარულს გამოდევნის მშობლიური სახლიდან და მოვალეობის უცხო სახლში მიაქვს".
წმინდა ნიკოლოზ სერბი

"არასდროს ავიღოთ ზომაზე მეტი ღვაწლი, უნდა ვეცადოთ, ჩვენი სხეული ჩვენი ერთგული იყოს და უნარი ჰქონდეს სათნო საქმეების ქმნისა.

უნდა ვიაროთ საშუალო გზაზე, არ გადავუხვიოთ არც ძალიან მაღლა, არც დაბლა. მივცეთ სულს სულიერი, ხორცს - ხორციელი, იმდენი, რამდენიც დროებითი ცხოვრებისთვის არის საჭირო.

წარმოდგენა უნდა გვქონდეს და კარგად ვიცნობდეთ ჩვენს სულიერ უძლურებებს, არასრულყოფილებას და ვითმენდეთ ჩვენს ნაკლს, მაგრამ არ უნდა გავზარმაცდეთ, უნდა მივისწრაფოდეთ უკეთესობისკენ.

მიიღე ბევრი საკვები ანდა რაიმე მსგავსი შესცოდე, ადამიანური უძლურება ჩაიდინე? - ნუ აღშფოთდები, ნუ დაუმატებ კიდევ ცოდვას, ვაჟკაცურად შეინარჩუნე სიმშვიდე და დაშავებული გამოასწორე.

თუ სხეული გამოფიტულია ღვაწლითა და ავადმყოფობით, ზომიერი ძილით, საკვებითა და სასმელით უნდა განამტკიცო ისე, რომ დროც კი არ განსაზღვრო. მაცხოვარმა ავადმყოფი გოგონა რომ აღადგინა, იმწამს უბრძანა, ეჭმიათ მისთვის.

ყველა წარმატებას უფალს უნდა მივაწერდეთ, რადგანაც ჩვენ თვითონ არაფერი შეგვიძლია, ეს მხოლოდ ღვთის წყალობით ხდება".
წმინდა სერაფიმე საროველი

"შენში, ადამიანო, ღვთის წვდომისა და შემეცნების ის საზომია შთადებული, რომლის დატევნაც შენს ბუნებას და შენს პიროვნულ შესაძლებლობებს ძალუძს, რამეთუ შენი არსების შედგენილობაში ღმერთმა ისე აღბეჭდა საკუთარი საღმრთო ბუნების სიკეთეთა მსგავსება, როგორც ცვილზეა ხოლმე აღბეჭდილი რაღაც კეთილი გამოსახულება".
წმინდა გრიგოლ ნოსელი

"მუდამ შუალედური გზა გეჭიროთ: უკიდურესობანი არსად და არაფერში არ არის შექებული".

***
"გაფრთხილდით, რომ სიზარმაცემ არ შეასუსტოს თქვენი ძალები სულიერი გმირობისთვის. იგი პირველი მტერია მამა ღმერთისგან შორს მცხოვრებთათვის; მაგრამ არც სასო წარიკვეთოთ ხსნისა და არც იმწუხაროთ უზომოდ, თუ ხანდახან დასუსტდებით ღვაწლისთვის".
უხუცესის რჩევები
ბეჭდვა
1კ1