წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
ეკლესიის გარეშე სულის გადარჩენის მოიმედენი მწარედ ცდებიან.

***
ფრიად სცდებიან, რომელნიც თავს მართლმადიდებლებად მიიჩნევენ, ეკლესიას და მის კანონებს კი უარყოფენ, მათთვის გაუგებარია ეკლესიის სულიერი ცხოვრება, რადგან ვერ სწვდებიან მის სიღრმეს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

უბედურზე უბედურია ის, ვინც მომავალ საუკუნო ნეტარებას ცათა შინა მსხვერპლად გაიღებს აწინდელი წუთიერი ქვეყნიური ცხოვრებისათვის.

***
აწინდელ, ქვეყნიურ დიდებასა და მომავალ, ზეციურ დიდებას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც სიზმარსა და ცხადს შორის.

***
ადამიანისათვის დამახასიათებელია ლტოლვა ნეტარებისაკენ, ანუ როგორც ზოგჯერ უწოდებენ - ბედნიერებისაკენ. ოღონდ ბედნიერება ესაა ნეტარება წუთიერი, ხოლო ნეტარება კი ბედნიერებაა მარადიული. გზა ნეტარებისაკენ წარემართება ღვთიურთა მცნებათა აღსრულებით.
წმინდა იოანე ოქროპირი

მოციქულთა დროიდან და შემდგომ, მრავალი მწვალებლობა შემოქრილა ეკლესიაში... მაგრამ ეკლესია განუყოფელი და შეურყვნელი დარჩა და უკუნისამდე ასეთი იქნება, მაშინ, როდესაც ბილწებათა მოქმედნი აუცილებლად აღმოიფხვრებიან ეკლესიიდან.

***
ვმოწმობ ღვთისა და ერის წინაშე. მათ (მწვალებლებმა) თავად მოწყვიტეს საკუთარი თავი ქრისტეს სხეულს, უზენაეს საყდარს, სადაც ქრისტემ რწმენის გასაღები დადო, მას ვერც აქამდე სძლიეს და ვერც უკუნისამდე სძლევენ ბჭენი ჯოჯოხეთისანი - მწვალებელთა ბაგენი.
ღირსი თეოდორე სტუდიელი

ბეჭდვა
1კ1