წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
ეკლესიის გარეთ ცხონება არ არის: ღვთის სახლი ერთია და არავის ძალუძს გადარჩეს სადმე სხვაგან, თუ არა ეკლესიაში... ყოველი, ვინც განეშორება ეკლესიას, უცხო ხდება ეკლესიის აღთქმისთვის. ქრისტეს მშვიდობისა და თანხმობის დამარღვეველი ქრისტეს წინააღმდეგ მოქმედებს.

***
ეპისკოპოსობა ერთობაა, რომელშიც თითოეული ცალ-ცალკე და ყველა ერთად მონაწილეობს, ასევე ერთია და განუყოფელი კათოლიკე ეკლესია, ამიტომაც უნდა შეერთდეს იგი იერარქების ურთიერთკავშირით ერთ მთლიანობად.
წმინდა კვიპრიანე კართაგენელი

სადაც ეკლესიაა, იქ არის სულიწმიდაც... ამიტომ, ვისაც მასთან (ეკლესიასთან) წილი არა აქვს, იგი არ საზრდოობს ქრისტეს სხეულიდან მომდინარე უწმინდესი წყაროდან, რომელიც მარადიულ ცხოვრებას გვაზიარებს.
წმინდა ირინეოს ლიონელი

ეკლესიის არსს მხოლოდ ის მიხვდება და იგრძნობს, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს. გარეშე მაყურებელი კი მხოლოდ მის ზედაპირულ მხარეს ხედავს; სული, ძალა და დიდება ეკლესიისა მისთვის უხილავი და შეუცნობელი რჩება, რადგან თვითონაც უსულოდ ცხოვრობს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენ გარშემო სხვებიც გადარჩებიან.
წმინდა სერაფიმე საროველი

ყველა ის სიკეთე, რომლითაც ადამიანი ამქვეყნად დასტკბება, მხოლოდ მცირე წვეთებია ულევი წყაროს სიხარულთან შედარებით, რითაც ნეტარნი განიხარებენ და დასტკბებიან ცათა შინა.
წმინდა იოანე ოქროპირი

ბეჭდვა
1კ1