წმინდა პაისი ათონელი: ადამიანთა ორი კატეგორია - ბუზი და ფუტკარი
წმინდა პაისი ათონელი: ადამიანთა ორი კატეგორია - ბუზი და ფუტკარი
წმიდა პაისი ათონელი ბრძანებს: საკუთარი გამოცდილებიდან დავასკვენი, რომ ცხოვრებაში ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან. მესამე არ არსებობს! ადამიანების ერთი კატეგორია ბუზის მსგავსია. ბუზს ასეთი თვისება აქვს: ყოველთვის ჭუჭყს და სიბინძურეს ეძებს.
მაგალითად: როდესაც ბაღში ბევრი სურნელოვანი ყვავილიხარობს და იქვე ღობის ძირში საქონლის ნეხვი ყარს, ბუზი გადაუფრენს ყველა მშვენიერ ყვავილს და არც ერთ მათგანზე არ შეჩერდება, მაგრამ როგორც კი დაინახავს უწმინდურებას, მაშინვე მისკენ გაფრინდება და დაიწყებს მის ქექვას. ის ტკბება იმ სიმყრალით, რომელიც ქექვისას წარმოიქმნება და ამ საქმიანობისგან მოწყვეტა არ შეუძლია. ამ ბუზს საუბარი რომ შეეძლოს, კითხვაზე იცის თუ არა, სად არის ვარდები, გიპასუხებდათ: "არც კი ვიცი, ეს რა არის. სამაგიეროდ, ვიცი სად არის ნაგავსაყრელები, საპირფარეშოები, სასადილოები, ჭუჭყი".

ადამიანის ერთი ნაწილი სწორედ ბუზს ჰგავს. ეს ის კატეგორიაა, რომელმაც მხოლოდ ცუდზე ამახვილებს ყურადღებას და ეძებს მას. ამასთან არც იცის და არც სურს სიკეთეში ყოფნა.

ადამიანების მეორე კატეგორია ფუტკრის მსგავსია, რომლის თავისებურებაა, იპოვოს სილამაზე და სიტკბო. ვთქვათ, შენობაში, რომელიც უწმინდურებითაა სავსე, ვიღაცამ კუთხეში შარბათი დადგა. თუ ფუტკარს მივიყვანთ, იფრენს და არსად შეჩერდება, სანამ შარბათს არ იპოვნის.
თუ ახლა ამ ფუტკარს დაიჭერთ და ჰკითხავთ, თუ სად არის სიბინძურე, ის გიპასუხებთ, რომ არც კი იცის ეს რა არის, გეტყვით: "იქ – ვარდებია, იქ – იებია, იქ – თაფლია, იქ – შაქარია, იქ – შარბათია" – და საერთოდ იქნება ყველაფერი კარგის მცოდნე და არანაირი წარმოდგენა არ ექნება ბოროტებაზე. ეს ადამიანების ის კატეგორიაა, რომელსაც კეთილი ზრახვები აქვს და მხოლოდ კარგს ხედავს.

როგორც მივხდი, ზოგი ფუტკარს ჰგავს და ზოგიც – ბუზს. ვინც ბუზის მსგავსია, ყველა სიტუაციაში ცუდს ეძებს და ამით არის დაკავებული. ის სიკეთეს ვერაფერში ხედავს. ხოლო ის, ვინც ფუტკარს ჰგავს, ყველაფერს კეთილად უცქერს. ნაკლულოვანი ადამიანი ნაკლულოვანად ფიქრობს და ზრახავს,
ყველაფერს უკუღმა ხედავს. მაშინ, როდესაც კეთილი პირიქით ცდილობს ყველაფერში კარგი დაინახოს ...


ბეჭდვა
1კ1