წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
ადამიანს ამაოდ სურს, ინუგეშოს თავი იმით, რაც მსწრაფლწარმავალია: ამაოდ სურს, მიეწებოს იმას, რაც მასთან მუდამ არ იქნება; ამაოდ სურს, თავის გული დაუდოს იმას, რაც ჩრდილივით ქრება.
წმინდა დიმიტრი როსტოველი

ფულის მოყვარული ფულით ვერ გაძღება და არც სიმდიდრის მოყვარული თავის შემოსავლით. ესეც ამაოებაა.

***
როცა მივაპყარ გულისყური, შევიცან სიბრძნე, მეცნიერება, უმეცრება და სისულელე, მივხვდი - ამასაც არა აქვს აზრი.
ეკლესიასტე

სიმდიდრე, დიდება, სიამოვნებანი ამაოა, რადგან სააქაოს რჩება. გულმოწყალება, მოთმინება, უბოროტობა და საერთოდ ყველა სათნოება ამაო არ არის, ისინი სამომავლო ცხოვრებაში გამოგვყვებიან.
არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი

რაც ერთი წვეთია უსაზღვრო ნაკადთან შედარებით, ის არის ამჟამინდელი ცხოვრება მომავალთან შედარებით.
წმინდა იოანე ოქროპირი

ნუ გიხარის ყუავილოვნებათა ზედა საწუთოისათა, რამეთუ ყუავილი თივისაი ვიდრე განხილვამდე დაჭნების.

***
ყოველივე მიწიერი ცვალებადია, ჩრდილივით ქრება, ტალღასავით ჩაივლის, ჭკნება, როგორც ყვავილი, კვამლივით გაიფანტება.

***
როდესაც ხედავ სიმდიდრეს ანდა დიდებას, ან საერო ხელმწიფებას, იფიქრე იმაზე, რომ ისინი ხრწნადია და საცდურს თავს დააღწევ.

***
მალე იღუპებიან მწერები, როცა ღამის ნათურის ბრწყინვალებით იხიბლებიან: ჩვენც მალე ვიღუპებით, როცა ამაო სიკეთეებით ვიხიბლებით!
წმინდა ნილოს სინელი

ბეჭდვა
1კ1