წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
ცოდვაში მცხოვრები მკვდრისაგან არაფრით განსხვავდება.

***
ის, ვინც ცოდვის გამო აქ არ ისჯება, ყველაზე უბედური ადამიანია.

***
ყველა ადამიანურ ბოროტებათაგან მხოლოდ ცოდვაა ნამდვილი ბოროტება.
წმინდა იოანე ოქროპირი

საჭიროების შემთხვევაში შეცოდებას სიკვდილი ამჯობინე.
წმინდა ტიხონ ზადონელი

ორ ძალას შთაყავს კაცი ჯოჯოხეთამდე: ცოდვასა და სიკვდილს.

***
ჭეშმარიტი თავისუფლება ცოდვათაგან გათავისუფლებით მიიღწევა.

***
გსურს იყო მართალი, კარგად უნდა დარწმუნდე, რომ შინაგანად დაცემული ხარ.
ილია II

ცოდვის ჩადენა ადვილია, მისგან განთავისუფლება კი ძნელი.

***
თუ საკუთარ თავს ძალას არ დაატან, ცოდვაზე ვერ გაიმარჯვებ.

***
ტკბილია ადამიანისთვის ცოდვა, მაგრამ მისი ნაყოფი მწარეა.

***
ცოდვილი ცოდვილს უფრო იოლად ეგუება, ვიდრე მართალ ადამიანს.
წმინდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ცოდვა უმწარესი ყურძენია, ვინც მას იგემებს, კბილი მოეჭრება.

***
საშინელი ცოდვა გამეორების შემდეგ ნაკლებად საშინელი ხდება.

***
ცოდვის გამართლება უფრო უარესია, ვიდრე ის, რომ თავად შესცოდო.

***
არანაირი ბოროტება და უბედურება ცოდვაზე დამღუპველი არ არის.

***
შეუძლებელია დიდის გადალახვა, ვიდრე პატარაზე არ გაიმარჯვებ.
წმინდა ისააკ ასური

ბეჭდვა
1კ1