წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
თუ ღარიბი, ან სნეული ხარ, მოიპოვე ცხონება მოთმინებით, ღვთის ნებისადმი სრული მორჩილებით. ეძიე არა შენთვის, არამედ ღვთისთვის სასურველი და ამასთან ეცადე, სიკეთე მიაგო ყველას, ვინც შენს გზაზე შეგხვდება".

***
საქართველო კვლავაც აუცილებლად გადარჩება და განბრწყინდება, მაგრამ ამას განახორციელებს ის თაობა, რომელიც ღვთის მცნების დამცველი და მისი ნების აღმსრულებელი იქნება. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მაშ, გავხდეთ უფლის ნების თანაზიარნი და დიდი საქართველოს თანაშემოქმედნი!

უპირველესად, უნდა ვიცოდეთ ჟამი როგორც შრომისა, ისე ლოცვისა, აღსარებისა და ზიარებისა.
ილია II

ის, ვინც ღვთის ნებას ჭეშმარიტად მიენდობა, მეტისმეტად არ იზრუნებს მომავალზე, რაც უნდა ბნელი ეჩვენებოდეს თავისი ცხოვრების ჰორიზონტი. "ყველაფერი ღვთისგანაა, - ფიქრობს ის თავისთვის, - ყველაფერი ბრძნულად, ჩვენივე სასარგებლოდაა მოწყობილი. რაც იქნება - იქნება. და იქნება ის, რასაც ღმერთი მომცემს, და რაც ჩემს ღმერთს უნდა, ის მინდა მეც".
იოსებ ათონელი (ისიქასტი).

"ვისაც ყველაზე მეტად ღვთის ეშინია, მას ამქვეყნად უკვე ვერაფერი შეაშინებს (ფს. 117, 6)".

***
"გეშინოდეს ღვთისა, ოღონდ არა როგორც მტანჯველის, არამედ გეშინოდეს მისი სიყვარულით".
წმინდა ათანასე დიდი

ძალიან შემცდარა, ვინც ფიქრობს, რომ ზეცისათვის დიდი და გამოსაჩენი საქმეებია აუცილებელი. მთავარია, ყოველივეს კეთება ქრისტეს მცნებების მიხედვით. მაშინაც კი, როდესაც ვინმეს თხოვნით წინდას გაუკემსავ, ეს ღვთის სასურველი საქმე იქნება. თითოეული ნაბიჯი, სიტყვა, მოძრაობა, მზერაც კი შესაძლებელია ღვთის ნების აღსრულების საშუალებად აქციო.
წმინდა მაქსიმე აღმსარებელი

ბეჭდვა
1კ1