წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
ამ ქვეყნად ღვთის განგებულებით აღესრულება ყველაფერი. აქედან ნაწილი სათნოა უფლისათვის, ზოგიც მისი დაშვებით ხდება , მაგრამ ორივეს საბოლოო შედეგი ეკლესიისა და საერთოდ მორწმუნეთათვის მხოლოდ დადებითია, რადგან, როგორც წმინდა წერილი ბრძანებს, უფლის მიმდევართ ყოველივე სასიკეთოდ წარემართებათ. მძიმე განსაცდელიც კი ქრისტიანისათვის სიკეთის მომტანია, რადგან იგი ჩვენს გამოსასწორებლადაა დაშვებული.

***
ყოველ მოვლენას ჩვენ ორი სახით აღვიქვამთ: თეორიულად და პრაქტიკულად. თეორიულ ცოდნას მეცნიერება იძლევა, პრაქტიკულს - ყოველდღიური გამოცდილება, თეორიული ცოდნა ღირებულია მაშინ, თუ იგი ცხოვრებაშია გამოყენებული. ამასთან ნამდვილი ცოდნა ზნეობრივ და კეთილ საქმეებში ვლინდება. ამიტომაც თქვა ანტიკური ხანის ცნობილმა ფილოსოფოსმა სოკრატემ, რომ ცოდნა სიკეთეაო.

ღვთის ნებასაც ასევე ორი გზით შევიმეცნებთ: ღვთისმეტყველებით და საკუთარი სულიერი პრაქტიკული გამოცდილებით.
ილია II

ბევრი საქმე გარკვეულ დრომდე არ გამოდის ხოლმე იმიტომ, რომ ჯერ არ დამდგარა მისი ჟამი: ზოგი იმის გამო, რომ ადამიანები აბრკოლებენ, რადგან, როგორც წმინდანები ამბობენ, ადამიანს შეუძლია მრავალი წლით შეაყოვნოს ღვთის ნების აღსრულება, ზოგი კი იმიტომ, რომ მათი აღსრულება საერთოდ არ არის ღვთის ნება. ამის უამრავი მაგალითია წმინდანთა ცხოვრებაში.
იოსებ ათონელი (ისიქასტი).

რა კარგი იქნებოდა, სამყაროში გვეცხოვრა არა საკუთარი ნებითა და აზრებით, არამედ ყოველივე უფლისგან გამოგვეთხოვა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ: მითხარი უფალო, უნდა გავაკეთო ეს თუ არა.
(გამოსვ. 8, 19-20; მეორ. სჯ. 12, 8-32)

ბეჭდვა
1კ1