წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
მოაზროვნე კაცი, ღვთიურთან თანაზიარებისა და თანაშერთვის განმზრახი, არასოდეს შეეტრფობა რასმე მიწიერს ანდა მდაბალს, არამედ ზეციურთა და საუკუნოთა მიმართ აქვს მას გონება და იცის, რომ ნება ღვთისა სწორედ ესაა: ადამიანის ცხონება, რადგან იგია ადამიანებისთვის ყოველივე კარგის მიზეზი და წყარო საუკუნო სიკეთეებისა.

***
ვინც ყოველივეში ღვთის ნებას დაემორჩილება, ეს კი გოლეულზე უტკბესია ადამიანის სულისათვის და ყოველგვარი სიხარულით აღავსებს მას, ესევითარს ღვთის ნება შეეწევა და ყოველ საქმეს განამტკიცებს, მოჰმადლის საკვირველ საქმეთა აღსრულების ძალას და სავალ გზასაც განუმზადებს, რადგან ასეთი ადამიანი დიდად სათნოეყოფა ღმერთს. მაშინ მტერთაგანაც ვერავინ შეძლებს წინ აღუდგეს და დააბრკოლოს ღვთის ნებას შედგომილი კაცი.
წმინდა ანტონი დიდი

უფლისთვის შეუძლებელი არაფერია, გარდა იმისა, რაც მას თავად არ სურს.

***
რაც ღმერთს სურს, ის შეუძლია კიდეც, მაგრამ ყველაფერი არ სურს, რაც შეუძლია.
ტერტულიანე

იმისათვის, რომ ღვთის ნებას მივდიოთ, უწინარეს ყოვლისა, ჩვენი ნება უნდა დაუტევოთ.

***
რაც ჩვენთვის სასარგებლოა, სწორედ ის სურს ღმერთს, და რაც ღმერთს უნდა, ჩვენთვის სასარგებლოა.
წმინდა იოანე ოქროპირი.

ისურვე ის, რაც ღმერთს სურს; გააკეთე ისე, როგორც ღმერთს სურს; გააკეთე იმისათვის, რომ ღმერთს სურს.

***
ცხოვრებაში თავსდატეხილ უბედურებებში შენი თავი მიანდე ღვთის ნებას და ნუგეშსა და სიმშვიდეს მიიღებ.
ილია II

ბეჭდვა
1კ1