წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
რაც ღმერთს უნდა ჩვენთვის, სწორედ ის არის ჩვენთვის საუკეთესო.
***
ღვთის ნებით წყალიც აგიზგიზდება და ცეცხლიც მორწყავს არემარეს.
***
ადამიანის ნების აღსასრულებლად ღვთის ნებას ნუ უგულებელჰყოფ.
***
ნორჩ ხეს სარზე აბამენ და ის სწორად და გამართულად იზრდება. ასევე სული, რომელმაც თავისი ნება ღვთის ნებას მიუერთა, ადის ზეცაში, უფალთან.
წმინდა ანტონი დიდი

იმაზე უდიდესი ბოროტება არ არსებობს, ვიდრე საკუთარი ნების გატარება და არა - ღვთის ნებისამებრ ცხოვრება.
***
თუ უფლისაგან ითხოვთ ისეთ რამეს, რაც მისი ნებისათვის სათნოა, მაშინ იგი გიბოძებთ იმასაც, რაც თქვენ გსურთ.
***
ნუ ისურვებ, რომ მოხდეს ის, რაც თავად გსურს, არამედ ისურვე ის, რაც ღვთისთვის სათნოა. შენ ის უნდა გინდოდეს, რაც უფალს უნდა.
***
რა სათნოებაა იმაში, რომ სიხარულით მიიღო სასიამოვნო რამ? მაგრამ სამწუხაროს მიღება სულგრძელად, ღვთის ნებისადმი მინდობით, აი, ღვაწლი, აი, სათნოება, აი, ჯილდოს წინდი!
ილია II

როდესაც რაიმე სამწუხარო ამბავი შეგემთხვევა, გამოიკვლიე, რაიმე საქმესთან დაკავშირებით ხომ არ გამხელს აზრი, და თუ მას ვერ მიაგნებ, მაშინ ეს შენ გამოსაცდელად შეგემთხვა და ღვთის ნებიდან მომდინარეობს. ხოლო თუ მიაგნებ, რომ აზრი რაღაცაში განგიკითხავს, მაშინ ის ღვთის დაშვებითაა, შენს დასასჯელად. თუმცა ერთიც და მეორეც ადამიანისთვის სასარგებლოა.
წმინდა ბარსანოფი დიდი და იოანე

ბეჭდვა
1კ1