წმინდა გაბრიელ მცირე - ბეჭედი ამის წიგნისა.
წმინდა გაბრიელ მცირე - ბეჭედი ამის წიგნისა.
1. ღუთივსულიერსა წიგნსა ამას ეწოდების "მანანა" ტკბილ სიტყვაობისათვის და ღუთისმშობლისა სიყუარულისა; რამეთუ ღმრთისმშობელისა მიერ მოვიღეთ ნამდვილ ჭეშმარიტი ყოვლად ტკბილი იესო, პური ცხოვრებისა და უკუდავებისა, რომელი გარდამოხდა ზეცით და მოგვანიჭა ცხოვრება საუკუნო, და რომელი სჭამდეს სულიერსა ამას საზრდელსა, ჰსცხოვნდეს უკუნისამდე, რომლისათვის ჰბრძანებს თვით პური ზეცისა ტკბილი უფალი: "არა პურითა ხოლო ჰსცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა საღმრთოჲთა, ესევითარი სიტკბოებითა და საწადელითა" (2.რჯ.8,3; მათე.4,4; ლუკა.4,4).

2. ხოლო ჰქონან ამას წერილსა თვის შორის შესხმანი ორმეოცნი, ძუელთა და ახალთაგან პატივცემული რიცხვითა მით, რამეთუ ორმეოცდღე წყლით-რღუნისაგან ნოე მართალი კიდობნით განერა; და ორმეოც დღე მოსე მმარხველი განბრწყინდა ღუთისა ხედვითა და მოიღო საღმრთო სჯული ღუთივწერილი; და კუალად ილიამ ორმეოც დღე მარხვითა იხილა ღმერთი ნიავ-წულილითა და ამაღლდა ცეცხლისა ეტლითა.

ხოლო ყრმამან ახალშობილმან ღმერთმან პირველ საუკუნეთამან იესო ორმეოც დღისამან განსწმიდნა მკლავნი მართლისა სვიმეონისნი და ორმეოც დღე მმარხველმან მართლ-უკუნქცეული ეშმაკი განსდევნა და აღდგომითა მეორმოცესა დღესა ზეცად ამაღლებულმან ანგელოსნი განამხიარულნა.

3. ხოლო ორმეოცი რა შეიკეცოს, ოთხ-ათეულად იხილუების მსგავსად ოთხთა მახარებელთაგან, ოთხთა კიდეთა სოფლისათა, განათლებისა ღუთივშუენიერითა სიტკბოებითა საღმრთოსა სახარებისათა.

4. და თვითოეულსა ამათ შესხმათაგანსა შორის იპოების ოთხსახეობა წრფელ სიტყვითა ადვილ-სასმენელ, ტკბილ, სათნო, მარტივი და მოკლე. რათა რომელნიმე 1. შესხმითა წმინდათა იხარებდენ. და რომელნიმე 2. თხრობითა სულიერითა განათლდებოდენ. სხუანი 3. სწავლითა ნაყოფიერ იქმნებოდენ. და სხუანი 4. ლოცვისა მიერ განბრწყინდებოდენ საცხოვრებელად სულთა მათთა და სადიდებელად იესო ტკბილისა და სიყუარულად მშობელისა მისისა მარიამ წმიდისა ამინ.

იხილეთ სარჩევი»»
ბეჭდვა
1კ1