წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა მ (40), ყოვლად წმიდისა ღუთივსაყუარლისა ღუთისმშობელისა მარიამისა
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა მ (40), ყოვლად წმიდისა ღუთივსაყუარლისა ღუთისმშობელისა მარიამისა
"წმიდა ჰყო საყოფელი თვისი მაღალმან და ღმერთმან დააფუძნა იგი უკუნისამდე" (ფსალმ.45,5; 47,9).

იტყვის უფალი ყოვლისმპყრობელი: "მე ვარ ანი და ჵე, პირუელი და უკანასკნელი" (გამოცხ.22,13).

ხოლო ქრისტეანეთა ზედა შენ ხარ ანი და ჵე ღმრთისმშობელო ქალწულო მარიამ, თავი და მიზეზი განათლებისა ჩუენისა და დასასრულსა ღუთივშუენიერი ბეჭედი ცხოვრებისა ჩუენისა.

1. გიხაროდენ, პირუელითგანვე ღუთისა მიერ გამორჩეულო და უკანასკნელ მეოხად კაცთათვის განჩინებულო.

2. გიხაროდენ, დაუსაბამოსა ღუთისა მიერ პატივცემულო და დაუსრულებლად ანგელოსთაგან საგალობელო.

3. გიხაროდენ, დასაბამითგანვე შეყუარებულო და ვიდრე დასასრულამდე სავედრებელო და უკუნისამდე სადიდებელო.

ღუთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, ამაღლდა რა უფალი ჩუენი და ღმერთი იესო ქრისტე, მოავლინა ღმრთისმშობელმან მარიამ ანდრია მოციქული განათლებად ივერიელთა ერისა და ამაღლდა რა ქალწული მარიამ მოავლინა სათნო თვისი ქალწული ნინო მოციქული განსაბრწყინუებელად სულისა ჩუენისა.
I. ვითარცა ღმერთმან პირველ აბრაჰამის გამო, ისრაილ უწოდა ერსა თვისსა, ეგრეთვე ქალწულმან მარიამ ანდრიას გამო ქრისტეანე გვიწოდა სამწყსოსა თვისსა.

II. ვითარცა ღმერთმან მოსე გამოირჩია ისრაილთა წინამძღურად, ეგრეთვე დედოფალმან მარიამ ქალწული ნინა გამოირჩია ახლისა ისრაილისა წინამძღურად.

III. ვითარცა ღმერთმან მოსეს მისცა ათნი მცნებანი ღმრ
თივწერილნი, ეგრეთვე ქალწულსა ნინოს მოეცნეს ათნი სიტყუანი საღმთო წერილნი.

IV. ვითარცა ღმერთმან მოსეს მისცა კუერთხი ჯუარისა სახისა მომასწავებელად, ეგრეთვე ქალწულმან მისცა ნინას ვენახი ჯუარისა სახედ შეკრული, ეშმაკთა განსადევნელად.

V. ვითარცა ღმერთმან მოსეს მიანიჭა სასწაულნი, კუერთხისა გუელად შეცუალებითა, ეგრეთვე ღმრთისა დედამან შესჭურა ნინა, ჴელმწიფებითა დათრგუნვად გუელთა და ღრიანკალთა.

VI. ვითარცა მოსემ იხსნა ისრაილნი ფარაოსაგან, ეგრეთვე ქალწულმან ნინამ იხსნა ქართუელნი არმაზ-ზადენისაგან, და მათ შინა დამკვიდრებულისა ლეგეონ-ბელზებულისაგან.

VII. ვითარცა შემდგომად მოსესა იესო ქრისტემან გამოირჩივნა ათორმეტნი მოციქულნი და მიერ განანათლა ყოველი ქუეყანა, ეგრეთვე ღმრთისმშობელმან მარიამ შემდგომად ნინასა, გამოაჩინა ათორმეტნი მამანი და მათ მიერ განაბრწინუა ივერიისა ქუეყანა.

ესრეთ ყოვლითა კეთილობითა ყოვლად სახიერსა ძესა თვისსა ემსგავსა ყოვლად უბიწო ქალწული მარიამ, ამისთვის ჰშუენის ჩუენდა საყუარელნო, რათა ყოვლადვე გვიყუარდეს ყოვლად საყუარელი, ფრიად სასურუელი და ღმრთივსანატრელი ღუთისმშობელი მარიამ და მარადღე დაუცხრომელად სულითა და გულით მსგავსად სიყუარულისა და სიტკბოებისა მისისა უგალობდეთ გიხაროდენსა და ვევედრებოდეთ ღმრთივშეწყობილითა პარაკლისითა.

რამეთუ იყო ვინმე ბერი ღირსი და პატიოსანი, რომელსა დიდის სურვილით უყვარდა ღუთისმშობელი ქალწული მარიამ და სიყუარულითა მისითა განეშორა სოფლისა ამბოხებათა, შევიდა და დაემკვიდრა პირსა იორდანისასა მარტოებით და მარადის უღაღადებდა დედოფალსა ჩუენსა მარიამს გიხაროდენსა და ევედრებოდა პარაკლისითა და ადიდებდა მისგან შობილსა იესო ქრისტესა. ხოლო საზრდელად მისა იყო მწვანვილთაგან ველისათა და ოდეს მოიწია ზამთარი, და განხმა მწუანვილი, სულმოკლე-იქმნა ბერი იგი და იწყო ურვად ვითარმედ: "რაჲღა იყოს საზრდელად ჩემდა".

და აჰა, მოვიდა მისა ანგელოსი უფლისა და ჰრქუა: "ბერო, აღმოიღე ქუაჲ ერთი წყლისა მაგისაგან და განსტეხე იგი". ხოლო მან შთაჰყო ჴელი იორდანესა შინა და აღმოიღო მცირე ქვაჲ და განსტეხა იგი და იხილა მას შინა ჭიაჲ და პირსა მისა ეპყრა მდელოჲ. მაშინ ჰრქუა მას ანგელოსმან: "იხილე სახიერება ღმრთისა, უკეთუ ქუასა შინა ცხოველი დაჰბადა და მასცა საზრდელი განუჩინა, ხოლო შენ რომელი ადიდებ ღმერთსა და უგალობ დედასა მისსა, არა სათნო იყოსაა გამოზრდა შენი?". ესე რა ესმა ანგელოსისაგან, გულსავსე იქმნა, ბერი იგი და მადლობით ადიდებდა კაცთმოყუარებასა ღმრთისასა და დაუცხრომელად უგალობდა ყოვლადსაგალობელსა ქალწულსა მარიამს.

აწ ჩუენცა საყუარელნო, ღმრთივბრწყინუალითა ჴმითა უგალობდეთ ღმრთისმშობელსა დედოფალსა ჩუენსა მარიამს და ვიტყოდეთ:

4. გიხაროდენ რსისა ღმრთისა შემყუარებელო.

5. გიხაროდენ უნებით ერთისა თაყვანისმცემელო.

6. გიხაროდენ უამით სამისა აღმსაარებელო.

7. გიხაროდენ იდებისა მისისა შესაკუთრებულო.

8. გიხაროდენ ლუებრ კამკამებითა გაბრწყინუებულო.

9. გიხაროდენ არსკულავებრ ჰაეროვან განათლებულო.

10. გიხაროდენ ეცისა უმაღლესო.

11. გიხაროდენ ეთერისა უნათლესო.

12. გიხაროდენ უალთშეუდგამო მცხინუარებითა.

13. გიხაროდენ ესოს მშობელო ქალწულებითა.

14. გიხაროდენ რავისა ღმრთისა დედაო, ზესთა ბუნებისა სიწმიდითა.

15. გიხაროდენ მობიერად სავედრებელო.

16. გიხაროდენ ომნიჭებელო წყალობისაო.

17. გიხაროდენ ათელო ყოვლად შუენიერო.

18. გიხაროდენ ინდოისა განმდევნელო.

19. გიხაროდენ სანნასა მღაღადებელო.

20. გიხაროდენ ირო დაუდუმებელო.

21. გიხაროდენ ამ ყოველ საგალობელო.

22. გიხაროდენ, ომელსა გადიდებენ ანგელოსნი.

23. გიხაროდენ აყუარელო სულითა.

24. გიხაროდენ რედო უმანკოებითა.

25. გიხაროდენ ზადაოო თუალითა.

26. გიხაროდენ რთოვანო გონებითა.

27. გიხაროდენ ალწულო სიწმიდითა.

28. გიხაროდენ ირსო დიდებითა.

29. გიხაროდენ ოველთა უმეტესო გვირგვინითა.

30. გიხაროდენ უჱნიერო სიკეთითა.

31. გიხაროდენ უენდა მოწყალეო სიტკბოებითა.

32. გიხაროდენ ათა უვრცელოესო სახიერებითა.

33. გიხაროდენ მიდათა უწმიდესო პატივითა.

34. გიხაროდენ ეშმარიტებით სადიდებელო.

36. გიხაროდენ ერუვიმთა უბრწყინუალესო.

37. გიხაროდენ ელაპყრობით საგალობელო.

38. გიხაროდენ ეროვნად სავედრებელო.

39. გიხაროდენ ჴმითა სიღრმით გულისათ სახმობელო.

40. გიხაროდენ , ყოვლად ყოვლითურთ წმიდაო, შეგვიწყალენ ჩუენ.

იხილეთ სარჩევი»»

ბეჭდვა
1კ1