წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
"არა ვარ, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა ესე მეზვერე", - ამბობს ფარისეველი (ლკ, 18.11). ეს სიტყვები ავლენენ ფარისევლობის ხასიათს ანუ მის თვისებას. ეს თვისება არის შეურაცხყოფა, ანუ დაკნინება მოყვასისა: არა ვარ, ვითარცა სხვანი კაცნი... მე არ ვემსგავსები სხვა ადამიანებს, მე სხვაზე უმჯობესი ვარ, სხვები ცუდები არიან.

***
ვთქვათ, რომ შენ ხარ, ძმაო, ერთი ხელმძღვანელის მოსამსახურე, ანუ ჩინოსანი და საუბედუროდ, ქრთამს იღებ. სინდისი კი გამხილებს, რომ არ ვარგა ეს, მაგრამ შენ ასე აჩუმებ მას: რა ვქნა, ცოტა ჯამაგირი მეძლევა, ცოლ-შვილს რჩენა უნდა, სხვები ჩემზე უარესად იქცევიანო. რა არის ასეთი თავის გამართლება, თუ არა ფარისევლობა?
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

აიღე საღვთო წიგნები და ნახავ, რომ დიდია და მთავარი წყალი და ოთხ გამორჩეულ წესთაგან უმჯობესი. ანგელოზთა სამკვიდრებელია ცა და წყალთაგან არის. ქვეყანა ადამიანთა სამკვიდრებელია და წყალზეა დაფუძნებული, და ყოველივეს შექმნამდე სული ღვთისა იქცეოდა წყალთა ზედა (დაბ. 1.2). ქვეყნის დასაბამი წყალია, სახარების დასაბამი იორდანეა. ისრაელის გათავისუფლება ფარაონისაგან ზღვით მოხდა და ცოდვათაგან გავთავისუფლდებით სიტყვით, წყლით განბანვით (ეფეს. 5. 26). სადაც კი ვინმეს აღთქმა მიეცა, იქ უთუოდ წყალიც იყო: წარღვნის შემდეგ დაიდვა შჯული ნოეს მიმართ, ისრაელს სჯული წყლით სხურების შემდეგ მიეცა... ილია ზეცად ამაღლდა, მაგრამ ჯერ იორდანე გაიარა. აარონი ჯერ განიბანა და შემდეგ გახდა მღვდელთმოძღვარი..
წმინდა კირილე იერუსალიმელი

როდესაც ადამიანთა შემწეობის იმედს დაკარგავ, ღმერთს მიმართე და მიიღებ მას იქ და ისე, სადაც და როგორც არც ელოდი და არც წარმოგიდგენია.
სულიერი მდელო

ბეჭდვა
1კ1