წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
თუ მოღვაწეობისას სულიერ შფოთს ვგრძნობთ, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთისთვის არ ვიღვწით. ღმერთი ტირანი კი არ არის, რომ სულს გვართმევდეს. თითოეული ღვთისმოსაობით, საკუთარი ძალების შესაბამისად უნდა იღვწოდეს. ღვთისმოსაობა უნდა აღვზარდოთ ჩვენში, რათა ღვთისადმი ჩვენი სიყვარული გაიზარდოს. მაშინ ადამიანს ღვთისმოსაობის ღვაწლისკენ უბიძგებენ. და მისი ღვაწლი, ანუ მეტანიები, მარხვები და ასე შემდეგ, სხვა არაფერი იქნება, თუ არა მისი სიყვარულის გამოვლინება. და მაინც, ის სულიერი სიმხნით აღსავსე წავა წინ.
პაისი მთაწმინდელი

ეკლესიაში მისლვას ესწრაფე, რადგან შფოთისა და ღელვისაგან გიხსნის შენ.
წმინდა ნილოს სინელი

"უფალი მთლიანად აღმოფხვრის და ანადგურებს ყოველივეს, რაც არაბუნებრივია და სიკეთის მტერი. იმასვე უქადაგებს იგი თითოეულს, ვინც თავს ქრისტიანს უწოდებს. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ჩააქროს საკუთარ თავში სიძულვილის კოცონი, შეწყვიტოს მტრობა, სამაგიეროს მიგება, უნდა მოსპოს ჩხუბი, განდევნოს პირფერობა, და სანაცვლოდ დაიმკვიდროს სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, მადლმოსილება, დიდსულოვნება... სიკეთეთა მთელი კრებული! უფალი იმიტომაც უწოდებს მშვიდობისმყოფელს ძეს ღვთისას, რომ ადამიანთა საზოგადოებისათვის ასეთი სიმშვიდის მომტანი ხდება ჭეშმარიტი ღმერთის მიმბაძველი" (გრიგოლ ნოსელი). თუკი გაბოროტება და შფოთი ვლინდება ქრისტეს მორწმუნეთა შორის, თუ ისინი სასტიკად ექცევიან ერთიმეორეს, წარმოიდგინეთ, რამხელა შეურაცხყოფას ვაყენებთ ქრისტეს სახელს. ხშირად გსმენიათ, ალბათ, ურწმუნოთაგან თქმული: "ერთი შეხედეთ, ღმერთი სწამთ, მარხვას ინახავენ, ეკლესიიდან არ გამოდიან და მაინც როგორ ცხოვრობენ - ჩხუბობენ, განიკითხავენ, მტრობენ ერთმანეთს, ხოლო ჩვენ ადამიანებადაც კი არ გვთვლიან!"
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი

ბეჭდვა
1კ1