წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
ძველი რომაელები ამბობდნენ: "დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად". ამ მარადცვალებად ყოფაში საზოგადოებისათვის ყველაზე მძიმე გადასატანი ყოველთვის გარდამავალი პერიოდი იყო. ჩვენი თაობა სწორედ ასეთი პერიოდის მომსწრე და მონაწილეა: ურწმუნოებისა და მონობის ხანა თავისუფლებამ და ცხოვრების ახალმა წესმა შეცვალა, მაგრამ მას ხალხი მოუმზადებელი შეხვდა. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა დღესაც არ იცის, რა არის სინამდვილეში თავისუფლება.
ილია II კათოლიკოს-პატრიარქი

დროის განსაზღვრისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი ბუნებრივი მოვლენა, თუკი იგი თანაბარზომიერია და პერიოდულად მეორდება. მაგალითად, დედამიწის მოძრაობა თავისი ღერძის გარშემო - დღე-ღამის ბრუნი, მთვარის ფაზების ცვლა - მთვარის თვე; დედამიწის მოძრაობა ორბიტაზე მზის გარშემო - წელიწადი. დროის ერთიანი სისტემის შექმნისას წარმოიშობა სიძნელეები, რადგან დროის ძირითადი ერთეულები - წელიწადი, თვე, დღე-ღამე შეუფარდებელია ერთიმეორის მიმართ. მაგალითად, წელიწადი დღე-ღამეთა მრგვალ რიცხვს არ შეიცავს და ა.შ.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ვერავის ისე მოხერხებულად ვერ აცდუნებს ეშმაკი, როგორც უქმადმყოფსა და ზარმაცს.
წმინდა ტიხონ ზადონელი

შრომა, მეცადინეობა კმაყოფილებას გააჩენს კაცის გულში, სიზარმაცე კი უკმაყოფილებას.

მცონარესა კაცსა არ უყვარს თავის შეწუხება. მას ეზარება თვისი გულის გასინჯვა და ძალის დატანება. ამისთვის გული მისი არის გაქვავებული და ყრუ ყოვლისა კეთილისა საქმისათვის.
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ბეჭდვა
1კ1