წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
აწმყო უნდა დავაფასოთ და როგორც ფუტკარმა - თაფლი, ჩვენც ქველის საქმენი უნდა შევკრიბოთ. უნდა ვიჩქაროთ, რადგან არ ვიცით, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე.

* თითოეული ჩვენგანი სამი დროით ცხოვრობს: წარსულით, აწმყოთი და მომავლით. წარსულს ვერ შევცვლით და ვერც დავაბრუნებთ, მომავალი კი დღევანდელი დღით განისაზღვრება და მისგან გამომდინარეობს.

* ყოველ საუკუნეს, ყოველ ათწლეულს და თვით ყოველ წელიწადსაც კი, მკვეთრად გამოკვეთილი ნიშნები აქვს და თვით დიდი მონდომების შემთხვევაშიც ვერ შევძლებთ მის სრულ სახეცვლილებას. ნათქვამიც არის: დრონი მეფობენ და არა მეფენიო.

მაგრამ ეკლესიამ როგორმე უნდა მიაღწიოს იმას, რომ დროებითმა განცდებმა მარადიულობა არ დაგვავიწყოს და, ამასთან, მარადიული ყოველთვის განსაზღვრავდეს დროებითს.
ილია II კათოლიკოს-პატრიარქი

მედროვე ადამიანები ისევე არამდგრადნი არიან თავიანთი წესებით, როგორც ცვალებადია დრო და ვნებების ჭირვეულობა.
წმინდა არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)

დაფიქრდი იმაზე, თუ რაოდენ ძვირფასია შენი ცხოვრების დრო. ის იმდენად ფასეულია, რომ ყველა ორატორი თუნდაც ერთად შეკრებილიყო, ვერ შეძლებდნენ, ეჩვენებინათ ჩვენთვის, თუ რაოდენ ძვირფასი და მნიშვნელოვანია იგი, ბოლოს და ბოლოს, ისღა დარჩებოდათ, დადუმებულიყვნენ, როგორც ჩვილები. მაგრამ რას ვამბობ? თუნდაც ანგელოზებს მოესურვებინათ ამის განმარტება ჩვენთვის, ვერაფერს გვეტყოდნენ იმიტომ, რომ დრო, რომელიც ღმერთმა მოგვანიჭა სამოთხის მოპოვებისათვის საზრუნავად, ისევე ძვირფასია, როგორც თავად სამოთხე.

სიღატაკე შიკრიკს ჰგავს - ზარმაცს მალე ეწევა (იგავნ.6, 11).
წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი

ბეჭდვა
1კ1