წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
მშვენიერი უქმეა ცოდვისაგან უქმობა.

ცოდვილისთვის დღესასწაული არ არსებობს.

ნათელი დღეები ნათელია მხოლოდ სუფთა და უბიწო სულისთვის.

ვინც წმინდა გულით ზეიმობს, ის ანგელოზებთან ერთად ზეიმობს.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

შთაბეჭდილებებისა და უმწიფარი ცოდნის დაგროვება დაცემულ სამყაროში ცხოვრების უმთავრესი შედეგია. განსწავლულობა მიხრწნილი ადამიანის სულის ლამპარია, რომელიც ანათებს იმ ადგილს, სადაც "სიბნელე უკუნეთისა სუფევს უკუნისამდე". მაცხოვარმა შეძლო დაცემული ადამის მოდგმისათვის იმ ლამპრის უკან დაბრუნება, რომელიც მათ შემოქმედისაგან ებოძათ ოდესღაც, შესაქმის ჟამს და რაც შეცოდებისთანავე დაჰკარგეს. ეს ლამპარი სულიწმინდაა, სული ჭეშმარიტებისა, განბრძნობილი სრული ჭეშმარიტებით, გამომეძიებელი ღვთაებრივი სიღრმეებისა, დაფარულ საიდუმლოთა გამომაჩინებელი, ადამიანის სულისათვის იმ ცოდნის მიმნიჭებელი, რომელიც მისთვის საჭირო და აუცილებელია.
წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი

* განა გასაოცარია, რომ იქ, სადაც ღმერთი საუბრობს, ზოგჯერ ადამიანური ცნობიერება არ კმარა?! რაოდენ ხშირია, რომ ბავშვს არ ესმის სრულყოფილად ის, რასაც მას სრულწლოვანი ეუბნება.

* ეშმაკი ღმერთს ადამიანების წინაშე ადანაშაულებს, ადამიანებს - ღვთის წინაშე და ადამიანებს - თვით ადამიანების წინაშე.

* ჩვენი სრულყოფილება სრულყოფის განუწყვეტელი პროცესია.

* უფალი ყოველთვის ახლოსაა ადამიანთან, ვინაიდან ის ყველგანაა, ადამიანი კი ყოველთვის არაა მასთან ახლოს - თავისი შეზღუდული ბუნების, უყურადღებობისა და დაბნეულობის გამო.
სულიერი მდელო


ბეჭდვა
1კ1