წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
ყოველი აღსასრულებელი საქმის დაწყებას ნუ დააყოვნებ, იმიტომ, რომ პირველი ხანმოკლე დაყოვნება მიგვიყვანს მეორე, უფრო ხანგრძლივ დაყოვნებამდე, მეორე - მესამემდე, კიდევ უფრო ხანგრძლივამდე და ა.შ. ამის გამო საქმე იწყება ძალიან გვიან და არ ესწრება დროულად ან სრულიად მიტოვებულია, როგორც მძიმე ტვირთი. თუკი ერთხელ დაიგემოვნე უსაქმურობა, შეგიყვარდება კიდეც, შეგიყვარდება საქმიანობაზე მეტადაც, ხოლო როდესაც მოიკლავ ამ სურვილს, თანდათან ჩვევად გექცევა - არ აკეთო, ან მცონარებაში შთავარდები ან უსაქმურობის ვნება იმდენად დაგეუფლება, რომ ვეღარ გაიგებ, როგორი უმსგავსო და დამღუპველია იგი შენთვის. მხოლოდ მაშინ, როდესაც მცონარებით დამძიმებული, შერცხვენილი ისევ მთელი მონდომებით შეუდგები საქმის კეთებას, დაინახავ, როგორი დაუდევარი იყავი მანამდე და რამდენი სასარგებლო საქმე დაუტევე აღუსრულებელი, უსარგებლო "რაც მინდა, იმას გავაკეთებ" გამო.

***
უწყოდე, თუ კი გონებით არ იმოქმედებ და არ შეებრძოლები სიმძიმისა და სიძნელის შეგრძნებას, რომელსაც მტერი წარმოგიგდებს აღსასრულებელ საქმეთა გამო, მაშინ დაუდევრობა საბოლოოდ დაგრევს ხელს და არა მარტო მაშინ, როცა საქმე გაქვს შესასრულებელი, არამედ როდესაც ჯერ კიდევ შორს მოსჩანს იგი, გექნება ისეთი გრძნობა, თითქოს მთა გაწევს მხრებზე, დამძიმდები და დაიტანჯები. ასე იქნები მოსვენების დროსაც, არ გექნება სიმშვიდე და საქმის გარეშეც თავს დამძიმებულად იგრძნობ.
წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი

სხეული ჩვენი ხანგრძლივი შრომით უნდა დავიმორჩილოთ, რათა მისით საცთურს არ ვეწიოთ.

***
განუწყვეტლივ მღვიძარე იყავ სულით, რათა მცონარება არ დაგეუფლოს და გულმოდგინებას არ მოაკლდე.
წმინდა ანტონი დიდი

ბეჭდვა
1კ1