წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
როდესაც უფალი იორდანეში ინათლებოდა, სულიწმიდა მტრედის სახით მოივლინა. მოივლინა არა იმისთვის, რომ მასში რამე შეევსო , არამედ იმისთვის, რომ სიმბოლურად მიეთითებინა იმაზე, რასაც იგი ფლობდა - თვინიერებაზე, სიწმინდეზე და სიმშვიდეზე. აი, რისი სიმბოლოა მტრედი. ხოლო, როცა მოციქულები ქრისტეს აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს შეიკრიბნენ, სული მათზე ცეცხლის სახით გარდამოვიდა: გარდამოვიდა, რათა რაღაც განედევნა მათგან, რაღაც კი შეეტანა მათში. განედევნა ცოდვა, უძლურება, შიში და სულიერი უწმინდურება, ხოლო - მიენიჭებინა ძალა, სინათლე და სითბო. ცეცხლი სიმბოლურად ამ სამობის აღმნიშვნელია: ძალა, სინათლე და სითბო. შენც იცი, რა ძლიერია ცეცხლი, როგორ ათბობს და ანათებს იგი. მაგრამ, როცა სულიწმიდაზე ლაპარაკობ, ერიდე, რათა არ წარმოიდგინო ეს სხეულებრივად, არამედ - სულიერად. ასე რომ, საუბარია სულიერ ძალაზე, სულიერ ნათელზე, სულიერ სითბოზე, რაშიც იგულისხმება ნებისყოფა, გონების სინათლე, სითბო. ამ სულიერი საჭურვლით შეაიარაღა სულიწმიდამ ქრისტეს მებრძოლნი ამა სოფლის წინააღმდეგ, რომელთაც მასწავლებელმა აუკრძალა ნებისმიერი ფიზიკური იარაღი, თვით ჯოხიც კი.
წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

როდესაც გაგიჩნდეს, ძმაო, გულში რომელიმე ბოროტი და ცუდი ჰაზრი, მაშინ შენც განრისხდი ეშმაკსა ზედა; ვითარცა მაცხოვარი და უთხარ მას: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა.
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

რისთვის განცხრები და ზვაობ, კაცო? რად განლაღებულხარ და ღრუბელზე მეტად მაღლობ? გულის-ხმა-ჰყავ ბუნება შენი, რომ მიწა ხარ და ნაცარი და მცირე ხნის შემდეგ მტვრად იქცევი.
წმიდა მაქსიმე აღმსარებელი

ბეჭდვა
1კ1